დღეიდან აქციის მონაწილეებისთვის ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - როგორ პასუხობენ აქტივისტები

21.12.25 11:38
დღეიდან აქციის მონაწილეებისთვის ახალი შეზღუდვა ამოქმედდება - როგორ პასუხობენ აქტივისტები

ახალი რეგულაციის მიუხედავად, რომელიც შსს-მ აქციის მონაწილეებს დაუწესა და დღეიდან ამოქმედდება, მოქალაქეები დღესაც რუსთაველის გამზირზე გასვლას გეგმავენ. აქტივისტები ამბობენ, რომ "ოცნების" მორიგი შეზღუდვა აბსურდულია და არ აქვთ ვალდებულება, რომ მას დაემორჩილნონ. 

საპატრულო პოლიციამ დადო თავის გვერდზე პასუხი ჩვენს განცხადებაზე და იყო აბსოლუტური აბსურდი და ძალიან ბუნდოვანი. მთელმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს ერთი რამ: საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლში წერია, რომ ყოველგვარი გაფრთხილების და ნებართვის გარეშე გვაქვს უფლება, აქცია ჩავატაროთ, გამოვიდეთ და გამოვხატოთ თავისუფალი აზრი. კონსტიტუციაზე დიდი ნორმატიული, სამართლებრივი აქტი ქვეყანაში არ არსებობს, შესაბამისად, ჩვენ უნდა დავიცვათ მხოლოდ კონსტიტუცია და ყველა დანარჩენი, რასაც კანონქვემდებარე აქტები ჰქვია, ჩვენ შეგვიძლია, რომ დაუმორჩლებლოლბაც გამოვუცხადოთ და დავარღვიოთ კიდეც, - ამბობს სინდისის პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა, ზურაბ ცეცხლაძე. 

აქციაზე გასვლას აპირებს მამა დოროთე ყურაშვილიც. სასულიერო პირი ამბობს, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ბოლომდე იბრძოლებს.  

ჩვენ არ გავჩერდებით, ჩვენ მივდივართ ბოლომდე და ყველას ვთხოვ, რომ გამოვიდნენ. დღეს საკმაოდ ვიყავით, მაგრამ უფრო მეტი მინდა, "ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა". ხომ ძლიერია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ძლიერი მინდა, - ამბობს დოროთე ყურაშვილი. 

აქციის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ შსს-მ დაკავებები განაახლოს, თუმცა ამის მიუხედავად, კარგად აცნობიერებენ, რომ ბრძოლის გარეშე ქვეყანა ერ გადარჩება.  

დაიწყებენ ისევ დაკავებებს, მე ასეთი განცდა გამოჩნდა. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს, რომ ეშინიათ. ცხადია, ლოგიკურია. ძალიან მძიმეა, როდესაც ხვდები, რომ ერთეულ ადამიანებზე გადადის ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და როდესღაც უნდა დამთავრდეს, არ შეიძლება,ა სე გაგრძელდეს, - ამბობს აქციის მონაწილე. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

გელაძის უწყება წერს, რომ ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

მსგავსი სიახლეები