ბათუმში, საახალწლო ღონისძიებაზე პროტესტით მისულ მარტოხელა დედებს ტერიტორია ძალით დაატოვებინეს

21.12.25 12:44
ბათუმში, საახალწლო ღონისძიებაზე პროტესტით მისულ მარტოხელა დედებს ტერიტორია ძალით დაატოვებინეს

ბათუმში საახალწლო ღონისძიებაზე მისულ მარტოხელა დედებს, რომლებიც საპროტესტო ბანერებით სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვდნენ, ტერიტორია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ქალებს არ მიეცათ შესაძლებლობა, პროტესტი აჭარის მთავრობის მეთაურამდე მიეტანათ.

ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, მთავრობის ხელმძღვანელს შავებში ჩაცმული პირები იცავდნენ, რომლებმაც დედებს მასთან მიახლოების საშუალება არ მისცეს.

მიუხედავად ამისა, "აჭარა თაიმსის" ჟურნალისტმა შეძლო სულხან თამაზაშვილისთვის კითხვების დასმა მარტოხელა დედების პროტესტთან დაკავშირებით.

თამაზაშვილის მტკიცებით, უსახლკარო ადამიანების დახმარება მისი პრიორიტეტია და ამ კუთხით ბევრი ადამიანი უკვე დააბინავა. 

უსახლკარო ადამიანებს ჩემი განსაკუთრებული მხარდაჭერა და პატივისცემა და შენ პირადად გილოცავ დამდეგ ახალ წელს და აქ შოუები არ მოვაწყოთ. უსახლკარო ადამიანები ჩემი და ჩემი გუნდის პრიორიტეტია. ამ ერთი წლის განმავლლობაში ასობით უსახლკარო ადამიანია დაბინავებული ღირსეულ საცხოვრებელ სახლებში, - ამბობს თამაზაშვილი. 

მსგავსი სიახლეები