ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე საპატიმროში 33-ე დღეა შიმშილობს

21.12.25 15:25
ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე საპატიმროში 33-ე დღეა შიმშილობს

ბათუმელი მედროშე ზურაბ ჭავჭანიძე უკვე 33-ე დღეა შიმშილობს საპატიმროში. პროტესტის ამ უკიდურესი ფორმით ის მის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აპროტესტებს.

ჭავჭანიძე 4 ოქტომბერს თბილისში აქციის დროს დააკავეს. სოხუმიდან დევნილი აქტივისტი, გასული წლის ნოემბრიდან, საჯაროდ აკრიტიკებს და აპროტესტებს „ივანიშვილის ხელისუფლების“ პოლიტიკას, რომელსაც რუსულ კურსს უკავშირებს.

მსგავსი სიახლეები