გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - დაკავებული არასრუწლოვნები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

21.12.25 18:10
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - დაკავებული არასრუწლოვნები წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაჭერილი არასწრულოვნები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა - ერთი ქსნის ციხეში გაუშვეს, მეორე ქალთა დაწესებულებაში. თბილისის სსაქალაქო სასამართლოში პროცესი ისე ჩატარდა, რომ მედიას არ უთხრეს.

გამოძიება ორ არასწრულოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, მაგრამ დედისთვის ოთხი ბრალდებული და მსუბუქი მუხლებით გასამართლება საკმარისი არ არის. თემქაზე მოკლული პედაგოგის ოჯახი აცხადებს, რომ ავალიანზე სასტიკი ანგარისშწორება წინასწარრ დაგეგმეს და ორგანიზებულად ჩაიდინეს დანაშაული.

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

 

მსგავსი სიახლეები