ავარიის საქმეზე დაზარალებული მძღოლი დამნაშავედ გამოაცხადეს - ვის იცავს სისტემა?

21.12.25 20:39
 ავარიის საქმეზე დაზარალებული მძღოლი დამნაშავედ გამოაცხადეს - ვის იცავს სისტემა?

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზარალებული ტაქსის მძღოლი დავით ვარშანიძე დამნაშავედ ცნო. შემთხვევა თბილისში მოხდა, სადაც ვარშანიძის ავტომობილს უკნიდან პიკაპი დაეჯახა. პიკაპს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმში დასაქმებული მამაკაცი მართავდა.

ვარშანიძის თქმით, ადგილზე პირველად მისულმა საპატრულო ეკიპაჟმა მის ბრალეულობას საფუძველი ვერ დაუნახა, თუმცა ვითარება მოგვიანებით შეიცვალა. საბოლოოდ ტაქსის მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.

დავით ვარშანიძე აცხადებს, რომ ინციდენტი სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, თუმცა შესაბამისი ჩანაწერები საქმეში არ დევს. მისი თქმით, გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საქმის შემდეგ ეტაპად სასამართლო განხილვას ელოდება.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები