ახალი შეზღუდვები დემონსტრანტებს - დაიწყებს თუ არა "ოცნება" რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელებას?

21.12.25 20:44
ახალი შეზღუდვები დემონსტრანტებს - დაიწყებს თუ არა "ოცნება" რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელებას?

დაიწყებს თუ არა ქართული ოცნება აქციებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციების პრაქტიკაში განხორციელებას, უახლოეს დღეებში გაირკვევა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დღეიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საპროტესტო აქციების გამართვა მხოლოდ პარლამენტის შენობის წინ, კიბეებთან არის დასაშვები.

აღნიშნული შეზღუდვა აქციის მონაწილეებისთვის მიუღებელია. აქტივისტები ყურადღებას ამახვილებენ უწყების განცხადებაში არსებულ ტექნიკურ დეტალებზე და აღნიშნავენ, რომ მსგავსი შინაარსის გაფრთხილებები წარსულში რეაგირების გარეშე რჩებოდა, რაც, მათი თქმით, სამართლებრივ გაურკვევლობას ქმნის.

საპროტესტო მოძრაობის მონაწილეები პოლიციის მიერ აქციების სივრცის შეზღუდვას კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ პროტესტი გაგრძელდება. მათ შორის არიან კულტურის სფეროს წარმომადგენლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ბრძოლას ქვეყნის ევროპული განვითარების მხარდასაჭერად გამარჯვებამდე გააგრძელებენ.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები