ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

21.12.25 20:06
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილი გახდა. ის ამ პოსტს მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაიკავებს.

 ელექტრონული კენჭისყრის შედეგები ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

ირაკლი ყანდაშვილი - 1473 ხმა

ირაკლი ჩიმახაშვილი - 1366 ხმა

მოხარული ვარ, რომ ნდობა მივიღე საკმაოდ დიდი და მეძლევა საშუალება, რომ ჩემს უსაყვარლეს სამუშაოს ვემსახურო მომდევნო 4 წლის მანძილზე. ეს იქნება ერთი დიდი ოჯახი. მე ამ პროცესში ვერ ვხედავ გამარჯვებულს და დამარცხებულს. ეს არის პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ ჩვენ ყველანი ერთად ვართ პროფესიის სამსახურში, - თქვა გამარჯვების შემდეგ ყანდაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის არჩევნების მეორე ტური გაიმართა. კენჭისყრის პროცედურა “ექსპო ჯორჯიაში” გაიმართა. ხმის მიცემის პროცედურა 19 საათზე დასრულდა.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის ჩართვაში.