აქცია რუსთაველზე - ახალი შეზღუდვის მიუხედავად, მოქალაქეები ისევ ტროტუარზე დგანან
მოქალაქეები დღესაც რუსთაველის გამზირზე იკრიბებიან. შსს-ს განცხადების მიუხედავად, რომელმაც დემონსტრანტების პროტესტი კიდევ უფრო შეზღუდა და მათ მხოლოდ პარლამენტის წინ, კიბეზე დგომის უფლება მისცა, მოქალაქეები დღეს მაინც ტროტუარზე დგანან. ახალი რეგულაცია დღეიდან ამოქმედდა.
მოქალაქეები ამბობენ, რომ "ოცნება" იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ მათი გადაწყვეტილებები აბსურდამდე დავიდა.
ეს არის სულელური მოთხოვნა და ასეთ მოთხოვნებს აყენებენ საოკუაციო ძალის კოლაორაიონისტი ე.წ. ხელისუფლება. რა უნდა ქნან ახლა? დაიწყებენ დაჭერებს თუ არ დაიწყებენ,ე ს არის აბსოლუტური აბსურდი და სიგიჟე, რაც ახლა აქ ხდება, რომ თურმე ტროტუარზე დგომა არ შეიძლება, გაპროტესტება არ შეგიძლია რაღაცის. ამაზე ფსკერამდე სად უნდა დავიდეს ეს ე.წ. ხელისუფლება? აბსურდული კანონები შემოაქვთ, სისულელეებს იძახიან, იმიტომ, რომ ალბათ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, - ამბობს მსახიობი ბესო სოლომონაშვილი.
სამწუხაროდ, შსს თავის ავტორიტეტზე არ ფიქრობს. ეს კანონები, ყველა, რაც მიღებულია ამ 89 დეპუტატის მიერ 100 აკაცუკის წინააღმდეგ, ეგენი თბილისში ვეღარ დადიან, ზუსტად ეს ანერვიულებთ. მათთის რუსთაველის წმინდა ადგილი არასდროს ყოფილა. ვერ შეძლებენ ამ მეთოდებით ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას, ყველაზე კარგი იქნება, თუ ისინი ხალხს მოუსმენენ, - ამბობს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის ჩართვაში.