სააპელაციო სასამართლო მათე დევიძის საქმეზე იმსჯელებს
მათე დევიძის საქმეზე დღეს სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს. გადაწყვეტილება 16:00 საათზე გამოცხადდება.
ადვოკატები ამ ვერდიქტის გაუქმებას ითხოვენ, რადგან მიიჩნევენ, რომ საქმეში მათე დევიძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
12 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ახალგაზრდას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.