გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყიდება! გელოდებით პროკურატურასთან - მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

22.12.25 10:31
გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყიდება! გელოდებით პროკურატურასთან - მოკლული მასწავლებლის დედა მიმართვას ავრცელებს

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა მიმართვას ავრცელებს და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც ეკა კუპატაძე სოციაურ ქსელსი წერს, მისი შვილის სიცოცხლე არ იყიდება და დღეს, 16:00 საათზე ყველას პროკურატურასთან, აქციაზე ელოდება.

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ვ , იმედი მაქვს, ერთგულების! გიგა ავალიანის სიცოცხლე არ იყიდება!
მთელი გულით გელოდებით დღეს, 22 დეკემბერს, 16:00 სთ-ზე, საქართველოს მთავარ პროკურატურასთან!,- წერს კუპატაძე.

ახალგაზრდა მასწავლებელი, გიგა ავალიანი, რომელსაც 1 ოქტომბერს სახლთან ჩაუსაფრდნენ და სცემეს, 25 ოქტომბერს კლინიკაში გარდაიცვალა. 26 წლის გიგა ავალიანს თავის არეში უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს, მას ორი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. 

მსგავსი სიახლეები