თბილისში მშენებლობას 25 წლის კაცი ემსხვერპლა

22.12.25 10:59
თბილისში მშენებლობას 25 წლის კაცი ემსხვერპლა

თბილისში, დიდ დიღომში კორპუსების მშენებლობაზე, 25 წლის მუშა გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცს დენმა დაარტყა.

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. 

კაცი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

გამოძიება 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მშენებლობას, სადაც მუშა გარდაიცვალა, კომპანია "ალფა" აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები