სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა - ოჯახი დახმარებას ითხოვს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტ, სოფელ ქვედა ჩხოროწყუში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის დროს სახლში სამი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მათი გამოყვანა უვნებლად მოხერხდა. ადგილზე სამაშველო სამსახური, პირველადი გადაუდებელი დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ბრიგადები იყო მობილიზებული. პირველების ინფორმაციით ხანძნრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ძველი ელექტრო გაყვანილობაა. საქმეზე გამოძიება დაწყებულია.