გათბობის სისტემის დამონტაჟებამ შესაძლოა, ფრესკები რისკის ქვეშ დააყენოს - სპეციალისტები გელათის სამონასტრო კომპლექსზე
მძიმე ზამთარი გელათისთვის - ხატმწერები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ საფრთხის შემცველია სამონასტრო კომპლექსში გათბობის სისტემის ისე დამონტაჟება, თუ სრულყოფილად მოწესრიგებული არ იქნება ვენტილაცია, რადგან ამან შესაძლოა ფრესკები რისკის ქვეშ დააყენოს.
მათი კითხვების მთავარი ადრესატის გელათის სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტია, რომელსაც საზოგადოების ინფორმირება და რეაბილიტაციის პროექტის დაგეგმარება ევალება.
პროფესორი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი აცხადებს, რომ გელათი კვლავ გასაჭირშია და ასეთი აქტიური ჩარევის შედეგად, შესაძლოა, პირიქით, დაარტყას სიძველეს და უფრო დააზიანოს.
ძალიან სენსიტიური ფაზაა ამ სამუშაოების, კლიმატი, როდესაც, განსაკუთრებით ზამთარში, მობრუნდეს ისე, რომ ასეთი აქტიური ჩარევის შედეგად, პირიქით, დაარტყას სიძველეს და დიდი რისკია, რომ ასეც მოხდეს, რადგან არავითარი წინასწარ აწონილ-დაწონილი გეგმა არ არსებობს, არ არსებობს კლიმატის შეფასება, რომელსაც წლებია ჩვენ ვითხოვთ, არ არსებობს გაწერილი გეგმა და რაც კეთდება, ფაქტობრივად არის იატაკქვეშა პარტიზანული მოძრაობა, იმ ადამაინების მხირდან, რომლებიც გელათში დღეს მოქმედებენ, გაურკვეველი მიზნებით. ეს არაპროფესიონალიზმი, ეს არის დღევანდელი პრობლემების დევნა და არა ზუსტი მიზნის ჩამოყალიბება, ასე, რომ გელათი კვლავ გასაჭირშია, - განაცხადა ნიკა ვაჩეიშვილმა.
მხატვარი გია ბუღაძე ამბობს, რომ მთავარი საფრთხე ახლა ფრესკების დაზიანებაა და ამან შესაძლოა, კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.
ფრესკა, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფაქიზი რამ, რაც კი მონუმენტურ ხელოვნებაში არის და ყველაზე მოსაფრთხილებელი და ამ დროს ფრესკაშია მთვარი საფრთხე, ჩვენ ვღუპავთ ყველაზე მთავარს, რაც შემორჩენილი გვაქვს და ამან შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა პირადპირ და ვეღარ შევძლოთ მისი დაბრუნება. წარმოგიდგენიათ, რომ არ მოხდეს კონდესატის მოშორება, რომელიც ამ ეტაპზე შეუძლებელია. მე არ ვიცი, რას აკეთებენ გარედან, როგორ ათბობენ, ეგეც კი არ მესმის, როგორც შეიძლება გარედან გათბობა ისე, რომ მასზე არ დაიდოს თოვლი, ან ჭირხლი, ან ყინული, მაგრამ ფაქტია, რომ ვენტილაციაც საჭიროა, კონდესატის მოშორებაც და უმაღლესი დონის რესტავრაციაც, - განაცხადა გია ბუღაძემ.
კიდევ ერთი ექსპერიმენტი გელათში - მონასტერში გათბობის სისტემის მონტაჟი დაიწყეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ტაძარი თერმულ ხაფანგში ექცევა და გათბობა ფრესკებს და ქვის სტრუქტურას კიდევ უფრო დააზიანებს, ახალი ბზარები გაუჩნდება კედლებსაც.