ზუგდიდის სასამართლომ მარიამ სიჭინავა 3 ათასი ლარით დააჯარიმა - ჯამში აქტივისტს 140 ათასი ლარი აქვს გამოწერილი
ზუგდიდის სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, მარიამ სიჭინავა მეგრული სიტყვა - “ლოდოს“ გამოყნების გამო, 3 ათასი ლარით დააჯარიმა.
ამ დროისთვის მისი ჯარიმის ოდენობა 140 ათას ლარს შეადგენს.
ბუნებრივია, არ ველოდი, რომ დღეს რამე სამართალი იზეიმებდა ამ სხდომათა დარბაზში და აბსოლუტურად მზად ვიყავი იმისთვის, რომ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანდა დღეს ფატი ფურცხვანიძე, თუმცა, მზად არ ვიყავი იმისთვის, რომ საქმის მასალებში ჩემი შვილის პერსონალურ მონაცემებს აღმოვაჩენდი, რომელიც პოლიციელების მხრიდან უკანონოდ იქნა მოპოვებული. სიტყვა “ლოდოს“ დაძახება 3 ათასი ლარით ისჯება. აქტივისტებს, რომლებბსაც ვერ აჩუმებენ და ვერ ამწყვდევენ თავიანთი კანონის ჩარჩოებში, ეს პოლიციელბი უთხზავენ 173-ე მუხლს და შემდეგ კი სასამართლო ამას უმტკიცებთ, იმისთვის, რომ ჩვენი წლობით ციხეში გამოკეტვა გამარტივდეს, - განაცხადა მარიამ სიჭინავამ.
სიჭინავას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა, ნიკოლოზ თორდიამ უჩივლა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადმინისტრაციულ საქმეთა დარღვევას 137-ე მუხლით ედავებოდა.