მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მათე დევიძე კვლავ პატიმრობაში დატოვა
მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მათე დევიძის საქმეზე ძალაში დატოვა.
ადვოკატები გალუსტაშვილის მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ, რადგან მიიჩნევდნენ, რომ საქმეში მათე დევიძის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს.
20 წლის მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბრის აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
12 ივნისს, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ახალგაზრდას 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.