პროკურატურის პირველი პასუხი შვილმკვდარ დედას - დეტალები აქციიდან
მოკლული პედაგოგის, გიგა ავალიანის დედასა და პროკურატურის წარმომადგენლებს შორის დიალოგი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები ოჯახის წევრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ესაუბრებოდნენ.
- საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებს შესთავაზეს, რომ პროკურორებს შეხვედროდნენ და საქმესთან დაკავშირებით კითხვები მათთვის დაესვათ. თუმცა გარდაცვლილი მასწავლებლის დედამ უარი განაცხადა.
რვა იანვრამდე ეკა კუპატაძეს საგამოძიებო უწყება საქმის მასალებს გადასცემს. ეს დაპირება მოკლული გიგა ავალიანის დედას პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსმა მისცა.
"რვა იანვრამდე გაძლევთ დროს, შეუძლებელი შეძელით" - ეს კი შვილმოკლული დედის ულტიმატუმია პროკურატურისთვის. ეკა კუპატაძე ამბობს, რომ არ გაჩერდება, ვიდრე ყველა, ვინც მისი შვილის მკვლელობა დაგეგმა და განახორციელა საბრალდებო სკამზე არ აღმოჩნდება.
"არ გავყიდი ჩემი შვილის სისხლს"- ეუბნება შვილმკვდარი დედა "ოცნებას".
პროკურატურასთან აქცია ამ წუთებშიც გრძელდება.