ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმე - შვილმკვდარმა დედამ პროკურატურას დრო რვა იანვრამდე მისცა

22.12.25 20:17
ახალგაზრდა მასწავლებლის მკვლელობის საქმე - შვილმკვდარმა დედამ პროკურატურას დრო რვა იანვრამდე მისცა

ახალგაზრდა მასწავლის საქმის სრულყოფილად გამოუძიებლობამ, ჭირისუფალი აიძულა აქციები დაეწყო. დღეს შვილმოკლული დედა მეგაფონით ხელში საქართველოს პროკურატურასთან იდგა. დედა არ ეთანხმება საქართველოს პროკურატურის კვალიფიკაციას და ითხოვს რომ საქმე განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის მუხლით წარიმართოს. 

შვილმოკლულმა ქალმა საქართველოს პროკურატურას ორ-კვირიანი ვადა მისცა, რვა იანვრამდე ან მკვლელობის ორგანიზატორებს და თანამონაწილეებს ციხეში გაუშვებენ ან ქალი პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართავს, დედა ამბობს, რომ არ გაჩერდება რაც არ უნდა შესთავაზონ და დაპირდნენ. 

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს კითხვები აქვს პროკურატურასთან, მათთვის დაკავებულების მსუბუქი მუხლებით გასამართლება საკმარისი არ არის. ისინი მუხლის გადაკვალიფიცირებას და მთავარი დამნაშავეების დასჯას მოითხოვენ.

მასწავლებლის, გიგა ავალიანს ჩასაფრება არასრულწლოვნების ჯგუფმა სახლთან მოუწყო. ბლაგვი საგნით თავდასხმის დროს ავალიანმა მძიმე ტრავმები მიიღო და კლინიკაში გარდაიცვალა. გამოძიების მასალებით დგინდება, რომ ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა. ახალგაზრდა მასწავლებელს დამნაშავეების ჯგუფი, სავარაუდოდ, მანამდე უთვალთვალებდა. მოკლულ მასწავლებლის ოჯახის მხარდასაჭერად დღეს აქციაზე ავალიანის მოსწავლეები და მშობლებიც მივიდნენ.

ვრცლად ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში 

[ფოტო: "ნეტგაზეთი"]

მსგავსი სიახლეები