"არც შეწყალება, არც ვადაზე ადრე გათავისუფლება" - "ოცნების" პროპაგანდა სინდისის პატიმრებმა ერთ დღეში გააცამტვერეს
მათე დევიძე შეწყალებასა და ყველა შეღავათზე უარს ამბობს. 21 წლის ბიჭი, რომელსაც დღეს სააპელაციო სასამართლოშიც გაუმეორეს რომ 4 წლით და 5 თვით უნდა იჯდეს ციხეში ბრძოლას აგრძელებს.
"არც ვადაზე ადრე გათავისუფლება, არც შეწყალება" - ეს არის სინდისის პატიმრების პასუხი რეჟიმისთვის, რომელიც ბოლო დღეებია პროპაგანდისტების დახმარებით ცდილობს შიდა და გარე პრობლემები ერთდროულად მოაგვაროს. გლდანის მე-8 დაწესებულებიდან ვეფხია კასრაძე დღეს "პირველებთან" კავშირზე გამოვიდა და ივანიშვილის გუნდს უპასუხა. "ოცნებას" სურს ერთწლიან უკანონო ტყვეობაში მყოფებმა თავად მიმართონ შეწყალების თხოვნით ყაველაშვილს.
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ მმართველი პარტია პატიმრების სავარაუდო გამოშვებით ცდილობს საპროტესტო ტალღის საბოლოდ შეჩერებას.
ივანიშვილის გუნდი პრაქტიკულად კეთროვნად არის გამოცხადებული. ახლა საქართველო უვიზო რეჟიმის გაუქმების ზღვარზეა. ბრიუსელთან ურთიერთობები უკიდურესად დაძაბულია. სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ივანიშვილი პირადი ტყვეებით ვაჭრობას აპირებს საერთაშორისო პარტნიორებთან.