სასამართლომ ისაკო დევიძე 30 დღით პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტი, ისაკო დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 30 დღით პატიმრობაში გაუშვა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.
ზვიად ცეკვავა იყო მოსამართლე ისაკო დევიძესთან დაკავშირებით და გამოიტანა გადაწყვეტილება, დადგენილება 173-ე მუხლთან მიმართებაში სამართალდამრღვევად ცნო ისაკო დევიძე და 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნულ დადგენილებას ჩავიბარებთ, კანონით დადგენილ ვადებში გავასაჩივრებთ. გამომდინარე იქიდან, რომ საქმეში არ არსებობდა კონკრეტული მტკიცებულებები, სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება არის უკანონო, უსამართლო. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ იქნება დაუსაბუთებელი და ბუნებრივია, კანონით გათვალისწინებული წესით, კანონით გათვალისწინებულ ვადაში ჩავიბარებთ და გავასაჩივრებთ აუცილებლად სააპელაციო სასამართლოში.
რაც შეეხება მომხდარ ინციდენტს, ფაქტს ამასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ვერ მოგაწვდით ინფორმაციას დამატებით ფარგლებში გამომდინარე იქიდან, რომ მე არ მქონია შეხვედრა, უნდა შევხვდე დროებითი მოთავსების იზოლატორში, გავესაუბრები და შემდგომ მოგაწვდით ინფორმაციას," - განაცხადა ადვოკატმა.
აქტივისტი პოლიციამ 20 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე დააკავა.