მშენებლობაზე 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა - იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები?

22.12.25 21:07
მშენებლობაზე 25 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა - იყო თუ არა დაცული უსაფრთხოების ნორმები?

სამშენებლო უსაფრთხოების წესების სავარუდო დარღვევას 25 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა? ახლაგაზრდა კაცი, სამშენებლო კომპანია "ალფა სახლში" ობიექტზე იყო დასაქმებული, ადგილზე ყვებიან, რომ მას დენმა სამუშაო პროცესში დაარტყა. დიდ დიღომში მდებარე მშენებარე კორპუსთან ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში სამართალდამცველებმა კომპანია „ალფა სახლის“ წარმომადგენლებიც გამოკითხეს. 

გაჩნდა კითხვა — იყო თუ არა ობიექტზე უსაფრთხოების ნორმები დაცული. მშენებარე ობიექტზე უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა მშენებელ კომპანიას ეკისრება. ადგილზე "პირველებს" განუმარტეს, რომ კორპუსებს აქ კომპანია „ალფა სახლი" აშენებს. ამ კომპანიის მეწილეებს შორის კი "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული ბიზნესმენი კობა კვინიტაძეა. ტელეფონის ნომერზე, რომელიც ჩვენ ბაზაში მოიძებნა, ჩვენ კვეტანაძესთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა როგორც კი გაიგო რომე ჟურნალისტები ურეკავდნენ გათიშა. 

დედაქალაქი ტრაგედიიდან ტრაგედიამდე ცხოვრობს, მერია არც ერთ შემთხვევაზე არ იღებს პასუხიმგებლობას. ადამინების სიკვდილში დამნაშავედ ხან კომპანიების, ხან ხალხს ასახლებენ, მაგრამ სად იყო მერიის შესაბამისი სამსახურები, ვინ უნდა აკონტროლებდეს სამშენებლო უსაფრთხოების ნორმების დაცვას ამ თემაზე განმარტებებს გაკეთება მერს არ უნდა.  

დეტალებით ირაკლი ბახტაძე

მსგავსი სიახლეები