გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა

23.12.25 10:37
გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა

 

 

გრიგოლ ლილუაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა - სუსი ექს შეფის კადრები "პირველებმა" რამდენიმე  წუთის წინ გადაიღო. ლილუაშვილი ამბობს რომ ის გამოკთხვაზე დაიბარეს, თანაც პირველად.

როგორც ის მედიასთან ამბობს, არ იცის რასთან დაკავშირებით არის დაბარებული მთავარ საგამოძიებო ორგანოში.

"მართლა არ ვიცი, რასთან დაკავშირებით ვარ დაბარებული. ზოგადად ჩვენება არასოდეს მიმიცია". - ამბობს მედიასთან ლილუაშვილი. 

ცნობისთვის, დღეს 11:00 საათზე პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგია ჩანიშნული. ტრიბუნასთან მთავარი როკურორი, გიორგიო გვარაკიძე უნდა დადგეს. 

 

 

მსგავსი სიახლეები