ომბუდსმენი სასამართლოს ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძისა და ზვიად ცეცხლაძის საქმეებზე მეგობრის მოსაზრებით მიმართავს
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ის სასამართლოს სინდისის პატიმრების: ვასილ კაძელაშვილის, ვეფხია კასრაძისა და ზვიად ცეცხლაძის საქმეებზე მეგობრის მოსაზრებით მიმართავს და საქმეში არსებულ პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებს.
ლევან იოსელიანის განმარტებით, სახალხო დამცველს სასამართლო განხილვაში მონაწილეობის მიღება მხოლოდ მეგობრის პოზიციით შეუძლია, რაც არ არის რომელიმე მხარის სასარგებლო პოზიცია, თუმცა თუ საქმეში არსებითი დარღვევებია, ამ შემთხვევაში სასამართლოს მიუთითებს, რომ ყურადღება გაამახვილოს.
"ვნახეთ დარღვევები ამ ადამიანების საქმეებში, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ მივმართო სასამართლოს მეგობრის სტატუსით" - ამბობს იოსელიანი.
- მანამდე, ომბუდსმენმა სასამართლოს მეგობრის სტატუსით გიორგი ახობაძის, ნიკა კაციასა და თედო აბრამოვის საქმეებზე მიმართა, რაც ლევან იოსელიანის თქმით, მათი დარბაზიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.
ჩემი შესაძლებლობა სამართლებრივი სასამართლო განხილვაში მივიღო მონაწილეობა არის მივმართო სასამართლოს მეგობრის პოზიციით, რაც არ არის რომელიმე მხარის სასარგებლო პოზიცია, თუმცა თუ საქმეში არის პროცესუალური, არსებითი დარღვევები, ამ შემთხვევაში მივუთითებთ სასამართლოს, რომ ყურადღება გაამახვილოს ამ პროცედურულ დარღვევებზე, როგორიც მაგალითად იყო, როდესაც ახობაძის და სხვა კიდევ ორი პირის შემთხვევაში არ იყო საქმეზე დამაგრებული ნეიტრალური მტკიცებულებები, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩხრეკა-ამოღება ჩატარდა პროცედურული დარღვევებით. ეს გახდა საფუძველი ამ ადამიანების სასამართლო დარბაზიდან განთავისუფლების. ანალოგიურად, სხვა საკითხებზე როდესაც ვხედავთ ასეთ დარღვევებს და ვნახეთ ასეთი დარღვევები ამ ადამიანების საქმეებში, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ მივმართო სასამართლოს მეგობრის სტატუსით და მივუთითო ამ გარემოებებზე," - განაცხადა სახალხო დამცველმა.
ცნობისთვის, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური მოქმედების ორგანიზატორებად ცნო და 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
- მათი საქმე კიდევ 5 პირთან ერთად სააპელაციო სასამართლოში განიხილება.