ლილუაშვილი ბაღებიდან ბავშვების უკეთესი ინფრასტრუქტურის, კვების ფულის იპარავდაო, ჰოდა კალაძე დოყლაპიას როლშია მხოლოდ?! - აბესაძე

23.12.25 12:35
ლილუაშვილი ბაღებიდან ბავშვების უკეთესი ინფრასტრუქტურის, კვების ფულის იპარავდაო, ჰოდა კალაძე დოყლაპიას როლშია მხოლოდ?! - აბესაძე

გრიგოლ ლილუაშვილის დაკავების შემდეგ, რაც მის ბრალში პროკურატურამ ბაგა-ბაღების ტენდერებიდან ქრთამის სახით აღებულ ფულზე მიუთითა, სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელს, ირაკლი აბესაძეს აინტერესებს, როდის დაინტერესდება გამოძიება კახა კალაძით.

მისი თქმით, რამდენი ასეული მილიონი ლარის ,,ატკატია” აღებული ფულის და ბინების, ოფისების სახით იმ მშენებლობებიდან, რომელთა მშენებლობის ნებართვები ქალაქის გენერალური გეგმის, კანონმდებლობის და თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ თბილისის მერიამ გასცა.

გარდა ამისა, აბესაძე სხვა ქეისებზეც საუბრობს: 

ლილუაშვილი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების ტენდერებიდან ,,ატკატებს” იღებდაო. საუბარი ასეულობით მილიონი ლარის შესყიდვებს ეხება.  ანუ ბავშვების უკეთესი ინფრასტრუქტურის, უკეთესი კვების ფულის იპარავდაო…
✔️ჰოდა კალაძე დოყლაპიას როლშია მხოლოდ?! თუ ახლო მომავალში მივიღებთ პასუხებს საგამოძიებო ორგანოებიდან:
1. მოპარულია თუ არა 60 მილიონი ლარი ,,თეგეტა მოტორსისგან” ავტობუსების შეძენისას?! მოიპარეს თუ არა ფული შემდგომში ტრანსპორტის სხვა შესყიდვებისას: 18 მეტრიანი ავტობუსები, მეტროს ვაგონები და ა.შ. 
2. მოპარულია თუ არა ათეულობით მილიონი ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, მაგ: რატომ დაჯდა საწყისი 17 მილიონის ლარის ნაცვლად მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი პანდუსის მშენებლობა 60 მილიონ ლარზე მეტი?! რატომ ზიანდება ხოლმე ახლად რეაბილიტირებული გამზირები/ქუჩები?!
3. იპარავენ თუ არა მილიონობით ლარს გზების დახაზვისას მის ,,გაშრობაზე” - აორთქლებს თუ არა კალაძის მერია ასფალტიდან წყალთან ერთად ფულსაც?!
4. რამდენი ასეული მილიონი ლარის ,,ატკატია” აღებული ფულის და ბინების, ოფისების სახით იმ მშენებლობებიდან, რომელთა მშენებლობის ნებართვები ქალაქის გენერალური გეგმის, კანონმდებლობის და თბილისელების ინტერესების საწინააღმდეგოდ გაიცემა;
5. რამდენი ათეული მილიონი ლარია მოპარული ქალაქის ინფრასტრუქტურის მშენებლობა/რეაბილიტაციაზე, მაგ: რატომ ვერ მუშაობს ქალაქის სანიაღვრეები, რატომაა ამდენი სიცოცხლისთვის საშიში ავარიული ნაგებობა ქალაქში (ვისი ბრალი იყო ვაგზალზე ორი ადამიანის სიკვდილი?!), რატომ ვიხდით 31,000 ლარს ერთ მიწისქვეშა ურნაში და ჯამში ათეულობით მილიონ ლარს ვხარჯავთ ამაზე და სხვა.
6. და ბოლოს, ვინ მოიპარა გლდანში 500 ტონა მილი?!🙄
P.S. სია შესავსებია, ეს ერთი ,,ხელის მოსმით” რაც გამახსენდა…—  თავს გრძნობს ჩაფიქრებულად", - წერს აბესაძე სოციალურ ქსელში.

ასევე ნახეთ:

 

მსგავსი სიახლეები