ავარია ზუგდიდში - "გლოვის" კურიერი საავადმყოფოშია გადაყვანილი
ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში - აღმაშენებლის ქუჩაზე, გლოვის კურიერს ავტომობილი დაეჯახა.
"პირველების" ინფორმაციით, კურიერი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფიშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და პირველადი გადაუდებელი დახმარების ბრიგადა იყო მობილიზებული. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.