გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დახურეს
გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა დახურეს - ამის შესახებ შუამდგომლობა პროცესზე პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა დააყენა, მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა კი სახელმწიფო ბრალმდებელს მოთხოვნა დაუკმაყოფილა.
ქოლ-ცენტრების ნაწილში გამოკითხული არიან ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდიან და არ დასახელებულან გენერალური პროკურორის ბრიფინგზე," - თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიაშილმა.
გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატი, რობერტ გრიგალაშვილ სხდომის დახურვის გადაწყვეტილებას არ დაეთანხა იმის მიუხედავად, რომ მას ხელი აქვს მოწერილი გაუთქმელობაზე.
„ჩვენ ვართ ცოტა სხვა მოცემულობაში... ბრალდების მხარე ითხოვს სხდომის დახურვას იმ მოტივით, რომ არსებობენ მოწმეები, რომელთა ვინაობის გამხელაც არ სურთ... გუშინდელ ბრიფინგზე დასახელდა საქმეები და წრე. ამიტომ ამ საბაბითა არ მიმაჩნია სხდომის დახურვა მიზანშეწონილი... არ ვუჭერ მხარს დახურვას: გვაქვს ღია ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაცია და უნდა ვიხელმძღვანელოთ გენერალური პროკურორის ინფორმაციით“.- განაცხადა ადვოკატმა.
- სხდომის დახურვის პარალელურად სასამართლო დარბაზი ყველა დამსწრე პირს, მათ შორის მედიის წარმომადგენლებსაც დაატოვებინეს.
სუსის ექს-შეფი სასამართლო პროცესზე არ მივიდა. გრიგოლ ლილუაშვილი განსასჯელის სკამზე არ ზის. ადვოკატმა რობერტ გრიგალაშვილმა პროცესზე ბრალდებული მაღალჩინოსნის განცხადება მიიტანა.
სანამ არ გავეცნობი საქმის მასალებს, არ მაქვს სურვილი დავესწრო სხდომას - წერს წერილში სუს-ის ყოფილი შეფი, რომელიც სხდომაზე მისმა ადვოკატმა წაიკითხა.
- სუსის ექსშეფს, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ოფიციალურად გუშინ საღამოს წარუდგინეს.
ლილუაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში ქრთამის აღებას ედავებიან. საუბარია 2 365 000 აშშ დოლარსა და 1 500 000 ლარზე. უფრო კონკრეტულად, გამოძიება მას 4 ეპიზოდს ედავება.
ასევე ნახეთ: