"ტექნიკის მაღაზიის ძარცვის დროს ადგილზე საპატრულო პოლიციამ ჩაიარა" - რატომ არ ჰქონდათ რეაგირება?
თბილისის ცენტრში მდებარე ტექნიკის მაღაზია iStore-ის ძარცვასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. „პირველის“ ინფორმაციით, მძარცველებმა ოთხი მობილური ტელეფონი და ჭკვიანი საათები წაიღეს.
სამეთვალყურეო კამერების კადრების გაშიფვრის შემდეგ ასევე დადგინდა, რომ იმ დროს, როცა სავარაუდოდ არასრულწლოვნები ვიტრინიდან ქუჩაში ძვრებოდნენ, ადგილზე საპატრულო პოლიციის მანქანამ ჩაიარა, თუმცა სამართალდამცველები ფაქტით არ დაინტერესებულან.
"პირველებს" შსს-ს უდასტურებენ, რომ მომდარზე გამოძიება 177 მუხლით არის დაწყებული, თუმცა ჯერჯერობით არცერთი დამნაშავე დაკავებული არ არის.
რაც შეეხება მაღაზიის მეპატრონეს, ის ამბობს, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც აღნიშნული მაღაზია გატეხეს.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე iStore-ის მაღაზია გაძარცვეს - ვიდეოს სოციალურ ქსელში თავად ტექნიკის მაღაზია აქვეყნებს.
კადრებში ჩანს, რომ ძარცვაში მონაწილე პირები სავარაუდოდ არასრულწლოვნები არიან.