ინტენსიურმა თოვამ წალენჯიხა-ზუგდიდის მონაკვეთზე გაზის მილები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა

30.12.25 11:49
ინტენსიურმა თოვამ წალენჯიხა-ზუგდიდის მონაკვეთზე გაზის მილები და ელექტროგადამცემი ბოძები დააზიანა

სამეგრელოში ინტენსიურმა თოვამ პრობლემები შექმნა - ამ წუთებში წალენჯიხა-ზუგდიდის გზაზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კოპრესპოდენტი იუწყება, დაზიანებულია გაზის მილები და ელექტროგადამცემი ბოძები. ასევე ჩახერგილია გზები. 

შეგახსენებთ, რომ მეორე დღეა დასავლეთ საქართველოში ინტენსიურად თოვს. 

ასევე ნახეთ: