პროცესების გაწელვა ალბათ ლევანზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ემსახურება - ხაბეიშვილის დედა
ლევან ხაბეიშვილის დედა, მარინა კოტრიკაძე ამბობს, რომ მისი შვილის პროცესების გაწელვა, სავარაუდოდ, ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ემსახურება.
მისი თქმით, პროცესის გაჭიანურების ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ სპეცრაზმელებს, რომელტა ჩვენებებიც საქმეში ხაბეიშვილის წინააღმდეგ დევს, პროცესზე მისვლა უჭირთ.
ეს პროცესების გაწელვა ალბათ ლევანზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, ახლა თქვენც უყურებდით, როგორ განერვიულდა პროცესის გადადებით. ახლა ვფიქრობ, რომ იმ გდდ-ს თანამშრომლებს მოწმედ მოსვლა უჭირთ, იმიტომ, რომ ადამიანს, რომელსაც ღირსება არ აქვს, იმას ღირსება ვერ შეელახება. მეც ვიყავი იმისთვის მზად, რომ მომესმინა იმათი ჩვენებები და ძალიან მაინტერესებს, ადამიანს, რომელსაც ღირსება არ გააჩნია, ჩვენებას აძლევს მართალი ადამიანის წინააღმდეგ და უშვებს ციხეში. ასეთ ადამიანს ღირსება როგორ უნდა შეელახოს?", - განაცხადა ხაბეიშვილის დედამ.
ცნობისთვის, მოსამართლემ ოპოზიციონერი ლიდერის შემდეგი პროცესი 22 იანვარს ჩანიშნა, რამაც ლევან ხაბეიშვილის უკმაყოფილება გამოიწვია.
ასევე ნახეთ:
თუ ჩამოხრჩობას მიპირებთ, ვიცოდე მაინც! - ხაბეიშვილი