რა აკავშირებს ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ჩეჩენ გენერალთან?
რა კავშირი აქვს საქართველოს ექს-პროკურორს ჩეჩენ გენერალთან და მაგნიტკის სიის წევერთან? - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე აფტი ალაუდინოვთან ერთად ოფიციალურ შეხვედრებს ესწრებოდა. კადიროვის და პუტინის ნდობით აღჭურვილმა პირმა ფარცხალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები, სოციალურ ქსელში 12 აგვისტოს იმ დროს გამოაქვეყნა, როდესაც "ეფესბეს" აგენტობის გამო დასანქცირებული ფარცხალაძე ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ერთ-ერთ ფიგურანტად მოიაზრებოდა. ფოტოზე სხვა გავლენიანი ჩეჩენი პირებიც არიან.
სკანდალურ ფოტოსთან დაკავშირებით "პირველები" ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის ერთ-ერთ მოწმეს ესაუბრა.
კოკა მორგოშია აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად რა დეტელები განიხილებოდა ალაუდინოვთან შეხვედრის დროს, თუმცა მისივს თქმით, დადასტურებულად იცის, რომ ოთარ ფარცხალაძე "ოცნების" წარმომადგენლად ეცნობოდა მოსკოვში გარკვეულ ჯგუფებს და ხვდებოდა მათ.
გახმაურებული საქმის ოქროს მოწმე დარწმუნებულია იმაშიც, რომ მას შემდეგ რაც რუსეთში მყოფ, ყოფილ ძალოვანს, "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობი საქმეში ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, ფარცხალაძეს პრობლემები შეექმნება და გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფები მასთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებენ.
ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რომ ის (ფარცხალაძე) "ოცნებას" წარმოადგენდა რუსეთში. ეს ყველასთვის ღიაა. მას ეძებს "ქართული ოცნება". ამის შემდეგ სავარაუდოდ, იქ ბევრ ადამიანს კითხვები გაუჩნდება. ეს შეხვედრები აფტი ალაუდინოვთან თუ სხვა პოლიტკოსთან ფაქტობრივად არ იქნება. ფარცხალაძე ლილუაშვილის ფორმაციის "ქართულ ოცნებაში" მოსკოვში მაგას იძახოდა, რომ მე წარმოვადგენ "ოცნებას" და მე ვარ ყველაფერიო, ეს ფაქტია. პრობლემა ექნება თავისთავად რუსეთის ფედერაციაში, იმიტომ, რომ პოლიტიკა აკეთო რუსეთსი და იყო იმ საქართველოს წარმომადგენელი, რომელიც შენ გეძებს და სამუდამო პატიმრობა გემუქრება, ეგეთი რამე მოსკოვშიც შეუძლებელია რომ დაალაგო. პირდაპირ გეუბნებით, პირადად თქვენ სახელები და გვარები არაფერს გეტყვით, ფარცხალაძეს ბრალი რომ წაუყენეს, მაშინ გაიგეს რუსეტში, რომ თურმე ეს კაცი დაპირისპირებულია "ქართულ ოცნებასთან". - განაცხადა კოკა მორგოშია.
რა აკავშირებს ყოფილ გენერალურ პროკურორს ჩეჩნებთან - ამ კითხვას "ოცნებაში" რა პასუხობენ. ივანიშვილის გუნდში ოთარ ფარცხალაძეს ემიჯნებიან და ამბობენ, რომ ის ხელისუფლებას აღარ წარმოადგენს.
ბატონი ფარცხალაძე არ იკავებდა არანაირ პოზიციას ჩვენს ხელისუფლებაში, შესაბამისად, ეს ის სად გაფრინდებოდა და სად ჩავიდოდა, არავინ მას არ ეკითხებოდა. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ბატონი ფარცხალაძე არის ბრალდებული. თუ ადამიანის მიმართ იკვეთება კონკრეტული ნიშნები რაიმე დანაშაულთან მიმართაბაში, ინდულგენციას არ წარმოადგენს არცერთი პოზიცია და აუცილებლად ყველას მოექცევა ჩვენი სამართლებრივი სისტემა ისე, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს.
როდესაც დასანქცირებაზე იყო საუბარი, ჩვენ ვითხოვდით ჩვენი პარტნიორებიდან მტკიცებულებებს და რა ტქმა უნდა, მტკიცებულებებს როცა გადმოგვცემდნენ, ჩვენ მზად ვიყავით, რომ აღგვეძრა საქმე კონკრეტულად ბატონი ფარცხალაძის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ მტკიცებულებეთან დაკავშირებით ", - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
- ვისი ჩვენებები დევს ოთარ ფარცხალაძის საქმეში?
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
- ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
- ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
- ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.