ვისი ორგანიზებით შედგა პრორუსი ბიზნესმენისა და პატრიარქის შეხვედრა?
ვისი ორგანიზებით შედგა პრორუსი ბიზნესმენისა და საქართველოს პატრიარქის შეხვედრა? - ოთარ ფარცხალაძის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა ფიფია საპატრიარქოში გამართული შეხვდრის დეტალებზე "პირველებთან" ვრცლად აღარ საუბრობს, თუმცა სოციალურ ქსელში მისივე გავრცელებულ განცხადებაში დეტალურად წერს, რომ საპატრიარქოში შეხვდრის დროს "დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე და გამოწვევებზე ისაუბრა".
აღნიშნული საკითხის ირგვლივ დიალოგს საპატრიარქოში უარყოფენ, თუმცა ის, რომ მამუკა ფიფია ნამდვილად ესტუმრა ოჯახთან ერთად პატრიარქს, ამას "პირველებთან" ადასტურებს პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. ვისი ორგანიზებით შედგა შეხვედრა, ამაზე ზვიადაძე არაფერს ამბობს.
სასულიერო პირის თქმით, შეხვედრამ მხოლოდ 3-4 წუთს გასტანა.
იყო კი ეს ადამიანი მეუღლესთან ერთად მობრძანებული და პატრიარქს მიულოცა აღსაყდრების და დაბადების დღე. სხვა თემებეზე არ ყოფილა ლაპარაკი, რას ლაპარაკობთ.
მე ვესწრებოდი დიახ ამ შეხვედრას. რომ მიულოცა შემდეგ გამოვედი გარეთ, არ დარჩენილა შიგნით, სულ 3-4 წუთიანი შეხვედრა იყო. შეიძლება რამდენიმე სიტყვა თქვა მშვიდობასთან დაკავშირებით, მაგრამ რასაც თქვენ მეუბნებით ასეთი რამ ნამდვიალად არ უთქვამს", - ამბობს მამა გიორგი ზვიადაძე.
იყო თუ არა მსჯელობა პატრიარქთან შეხვედრაზე დასავლეთიდან მომდინარე საფრთხეებზე, ამის დაკონკრეტებისგან "პირველებთან" თავს იკავებს მამუკა ფიფია.
რუსეთის მხარადჭერი ბიზნესმენი საუბრობს მხოლოდ „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმების მნიშვნელობაზე და ამტკიცებს, რომ რუსეთთან დიალოგს ქართველი ხალხი ითხოვს.
- ცნობისთვის სოწრედ ფიფიაა მოსკოვში „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმების ინიციატორი.
დიახ ვიყავით ჩვენს სულიერ მამასთან - პატრიარქთან. ისტორიულად ჩვენ ქართველები ვართ ილორის ეკლესიის საძირკვლის მეპატრონეები. თუ იბერიას არ ვუპატრონეთ იბერიელებმა, ღვთის ხატთან მისვლა შეგვრცხვება ყველას. კონსოლიდირებულმა ერმა და ბერმა ერთად მშვიდობიანად უნდა გადავლახოთ ენგურის ხიდი. დიალოვს მამუკა ფიფია და სოლიდარობა არ ითხოვს. რუსეთთან დიალოგს ქართველი ხალხი ითხოვს და ჩვენ "თავისუფალმა ტრიბუნამ" შევაგროვეთ 150 000 ხელმოწერა ამისთვის - რუსეთთან პირდაპირი დიალოგისთვის. იმედი მაქვს, პატრიარქს აქვს საყოველტაო ავტორიტეტი და მხოლოდ მას შეუძლია ჩვენი ქვეყანა გააერთიანოს და გაამთლიანოს", - ამბობს მამუკა ფიფია.
- შეგახსენებთ, რომ მამუკა ფიფია რამდენიმე თვის წინ მოსკოვში „გიორგიევსკის ახალი ტრაქტატის“ გაფორმებას ითხოვდა. როგორც პრორუსული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ფიფია აცხადებდა, მათ ხელთ აქვთ 100 ათასი მოქალაქის ხელმოწერა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავებას ავალებს.
- ასევე, არსებობს ვიდეოკადრები, რომელიც ასახავს მამუკა ფიფიას და ოთარ ფარცხალაძის მოლაპარაკებებს პუტინის მხარდამჭერ ბაიკერთა ჯგუფთან „ღამის მგლები“, რომელიც ევროკავშირის სანქციების ქვეშაა და ღიად უჭერს მხარს რუსეთის ომს უკრაინაში და ადრე ყირიმის ანექსიას. შეხვედრაზე საუბარი იყო საქართველოში „ღამის მგლების“ ფილიალის გახსნაზეც.