იმედია, მომავალ ახალ წელს, ყვავილებით ხელში სოხუმში შევხდებით - დავით ღურწკაიას წერილი "ტვ პირველს"

09.01.26 13:35
იმედია, მომავალ ახალ წელს, ყვავილებით ხელში სოხუმში შევხდებით - დავით ღურწკაიას წერილი "ტვ პირველს"

ჩემს შვილს ნაძვის ხეც  კი არ ჰქონია, კორუფციის ბრალდებით დაკავებულ "ოცნების" წევრებს კი ერთმანეთის მიყოლებით უშვებენ სახლში - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული დავით ღურწკაია "ტვ პირველისთვის" გამოგზავნილ წერილში წერს. 

მან შობა ახალი წელი მიულოცა საქართველოს და ქართველ ხალხს და იმედი გამოთქვა, რომ მომავალ ახალ წელს, ყვავილებით ხელში ყველა სოხუმში შევხდებით.

გამარჯობა ჩემო საქართველო და ქართველებო უკვე ჩაიარა ახალმა წელმა. ჩემს ოჯახში კი ახალი წელი არ ყოფილ. ჩემს შვილს ნაძვის ხეც  კი არ ჰქონია. როცა პატივცემული სასამართლო, კორუფციის ბრალდებით დაკავებულ "ოცნების" წევრებს საახალწლო საჩუქარს უკეთებს და ერთმანეთის მიყოლებით უშვებს სახლში, ჩვენ პროკურორი გვეუბნება, თუ აღიარებთ შესაძლოა საპროცესოზე დავფიქრდეთო. რა ვაღიარო? სპეცრაზმელზე ყვავილის სროლა? მშვიდობის ნიშნად? 3 თვე რაც უკანონოდ ციხეში ვართ სამშობლოს სიყვარულისთვის, რადგან ბატონ კობახიძეს ჩვენი ეშინია. დიახ ასეთია ჩვენი დღევანდელი ყოფა. ჩვენ ციხეში, ჩვენი ოჯახები გაუბედურებულები, სამშობლო კი ერთიანობის მოლოდინში .

 მომავალ წერს იმედია ყველანი ერთად ყვავილები ხელში სოხუმში შევხვდებით ახალ წელს, დიდება უფალს, დიდება საქართველოს, დიდება მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას სულებს", - წერს წერილში ღურწკაია. 

სასამართლოში 15 პირის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე პროკურატურას თითოეული ბრალდებულის წინააღმდეგ ვიდეომასალა აქვს წარმოდგენილი - საუბარია ვიდეო-კადრებზე. 

შეგახსენებთ, რომ 15 ბრალდებულიდან, გიორგი ჩახუნაშვილი, ია დარახველიძე და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.  დანარჩენი 13 პირი კი კვლავ პატიმრობაში რჩებიან.

უფრო კონკრეტულად: 

  • გოჩა ყატაშვილის, სულხან აბრალავას, კონსტანტინე კოკაიას, დავით ჟღენტის, კახაბერ მჟავანაძის, ალექსანდრე გოგოლაძის, დავით სტურუას, ევა შაშიაშვილის, ზაქრო ალბუთაშვილის, გენადი კელიხაშვილის, დათო ღუწკაიას, რამაზ ჯორბენაძის, ჯანდრი თირქიას, გიორგი ჩახუნაშვილისა და ია დარახველიძის მიმართ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • რაც შეეხება კიდევ 3 ბრალდებულს, ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი, ევა შაშიაშვილი და ია დარახველიძე გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.