აშშ-ში გუშინაც გამოიყენეს კონკრეტული საშუალება და იქ არავინ საუბრობს ადამიანების მოწამვლაზე - გორდულაძე

09.01.26 17:04
აშშ-ში გუშინაც გამოიყენეს კონკრეტული საშუალება და იქ არავინ საუბრობს ადამიანების მოწამვლაზე - გორდულაძე

ივანიშვილის პარტია ამ დრომდე ამტკიცებს, რომ BBC-ის მიერ შეგროვებული ფაქტები სუსმა რამდენიმე დღეში შეისწავლა და გამოძიებამ დაადგინა, რომ ხალხი საშიში ქიმიური ნივთიერებით არ დაურბევიათ.

დღეს არჩილ გორდულაძე ამტკიცებდა, რომ BBC-ის გამოძიება საქართველოზე თავდასხმის და შეტევის მისატანად იქნა გამოყენებული.

აშშ-ში გუშინაც გამოიყენეს მასების მართვისათვის კონკრეტული საშუალება და აშშ-ში არავინ საუბრობს ადამიანების მოწამვლაზე - უთხრა დღეს მედიას "ოცნების" წევრმა. 

კიდევ ერთხელ ჩავარდა კამპანია, რომელიც დაიწყო თავიდან BBC-იმ და BBC გამოიყენეს წყაროდ სხვადასხვა ბიუროკრატმა და არარჩეულმა პირებმა საქართველოზე თავდასხმებისათვის, რომლებიც მოწმეებად გამოიყვანეს საქართველოში აგენტებმა და აგენტურის წარმომადგენლებმა. ერთი წლის შემდეგ გაახსენდათ, რომ თურმე ვინმეს ვინმე მოუწამლავს, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და დადასტურებულია საგამოძიებო სამსახურების მიერ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ჩატარებულია და ერთი დიდი წერტილი აქვს დასმული აღნიშნულ საკითხს. საქართველოში გამოყენებულ იქნა მხოლოდ და მხოლოდ ის საშუალებები, რომლებსაც სხვა ქვეყანაშიც იყენებენ.

მაგალითისათვის აშშ-ში გუშინაც გამოიყენეს მასების მართვისათვის კონკრეტული საშუალება და აშშ-ში არავინ საუბრობს ადამიანების მოწამვლაზე. ეს მხოლოდ საქართველოზე თავდასხმის და შეტევის მისატანადაა გამოყენებული", - განაცხადა გორდულაძემ. 

"დაგვეხმარეთ" - მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს დაშავებული მოქალაქეები ახალ კამპანიას იწყებენ. ხალხი საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს თხოვნით, დაიწყონ დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება და დაადგინონ რა ქიმიური ნივთიერების გამოყენებით დაარბიეს მოქალაქეები თბილისის ქუჩებში ერთი წლის წინ.

ვიდეორგოლი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებამ და პროდასავლური ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოამზადეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეოში ადამიანები საკუთარ ისტორიებს იხსენებენ და ყვებიან, როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება დარბევების შემდეგ.

 

მსგავსი სიახლეები