სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია
თბილისში, წერეთლის გამზირზე, სავაჭრო ცენტრ "კიდობანში" ხანძარი ლიკვიდირებულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, ცეცხლი, სავარაუდოდ, სარესტორნო ფართში გაჩნდა.
თემურ მღებრიშვილი აღნიშნავს, რომ შენობიდან 20 მოქალაქის უსაფრთხო ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია. ხანძრის შეტყობინების შემდეგ, დაახლოებით 5 წუთში გამოცხადდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. მობილიზებული იყო 17 სახანძრო სპეცტექნიკა. შენობიდან მოხდა დაახლოებით 20 მოქალაქის უსაფრთხოდ ევაკუაცია, საბედნიეროდ, დაშავებული არავინ არ არის. დამწვარია სარესტორნო ფართი, დაახლოებით 60 კვ.მ.
სარესტორნო ფართში გაჩნდა, სავარაუდოდ," - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.