ავარიული კორპუსი სამგორში - ხალხი ეჭვობს, რომ ადგილზე ახალი კორპუსების აშენება იგეგმება
სამგორში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც კორპუსის ფასადი ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს - იქ მერიის წარმომადგენლები ცოტა ხნის წინ გამოჩდნენ.
ხალხი ამბობს, რომ მერიამ მათ კორპუსის დაცლა და ალტერნატიულ ფართში გადასვლა შესთავაზა - საუბარია სასტუმრობეზე. მოსახლეობა უარს ამბობს, რადგან ფიქრობს, რომ ამ შეთავაზების უკან კერძ ინვესტორების ინტერესი იკვეთება.
როგორც ადგილობრივები "პირველებთან" საუბარში ამბობენ, აქვთ ეჭვი, რომ ქეთევან წამებულის გამზირზე 4 სართულიანი კორპუსების დანგრევა იგეგმება და მათ ადგილას მაღალსართულიანი ნაგებობის აშენებას აპირებენ.
მოსახლეობა უარზეა და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს.
ბზარები ყველგან არის, რა პირველი კორპუსია ასეთი? მესამე კატეგორიაა... უნდათ რომ ეს კორპუსი დაინგრეს და ახალი აშენდეს. ჩვენ არ გვინდა და არ აქვს სახელმწიფოს უფლება, ერთი ოჯახიც რომ იყოს უარზე, დაანგრიოს. ინტერესი აქვთ, რომ ახალი აააშენონ, 4 სართულიანია და მერე იქნება 14 სართულიანი"- ამბობს ადგილობრივი.
გამაგრებითი სამუშოაები ჩაატარეს მხოლოდ ერთხელ. ჩემს ბინაში მხოლოდ ერთი ბზარია, საყრდენი კედელი სულ ჩამოშლილია"- აცხადებს ქეთევან წამებულსი გამზიზე მცხოვრები.
სამგორში, ქეთევან წამებულის გამზირზე, ტერიტორია, სადაც კორპუსის ფასადი ჩამოიშალა, ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ირკვევა, რომ ბეტონის ფილა მრავალსართულიანი კორპუსიდან მაშინ ჩამოვარდა, როდესაც ტერიტორიაზე მოქალაქეები გადაადგილდებოდნენ. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.