BBC-ის პასუხი “ოცნებას“

15.01.26 19:09
BBC-ის პასუხი “ოცნებას“

„ჩვენ მივიღეთ საჩივარი და მას დადგენილი პროცედურის შესაბამისად ვუპასუხებთ“, - განუცხადა BBC-ის სპიკერმა “რადიო თავისუფლებას“.
მათივე თქმით, BBC-ი კვლავ იცავს ჟურნალისტების ნამუშევარს.

„ჟურნალისტურ ნამუშევარს აქვს ჩვენი მხარდაჭერა და მადლობას ვუხდით მამაც ადამიანებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მასში“

„ქართულმა ოცნებამ“ ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაციას, BBC-ს საჩივრით 1 დეკემბერს გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიების გამო მიმართა.
გამოძიების თანახმად, 2024 წლის აქციების დაშლისას პოლიციამ გამოიყენა სახიფათო ქიმიური აგენტი ბრომბენზოლ ციანიდი, იგივე კამიტი.

მსგავსი სიახლეები