მოკლული მასწავლებლის საქმე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პოზიცია დამძიმებულ ბრალზე

16.01.26 11:32
მოკლული მასწავლებლის საქმე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პოზიცია დამძიმებულ ბრალზე

 

 

მოკლული მასწავლებლის საქმე - დაკავებული არასრულწლოვანის დ.ჩ.-ს დედა, რომლის შვილსაც ბრალი დაუმძიმეს, შიმშილობას აანონსებს. 

სოფო ძნელაძე "პირველებთან" საუბარში ამბობს, რომ ხვალიდან მავარ პროკურატურასთან მივა და შვილის უდანაშაულობსი დასამტკიცებლად პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. 

გიგა ავალიანის საქმეზე დ.ჩ შეუტყობინებლობას ედავებოდა პროკურატურა, თუმცა გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ არასრულწლოვანს დანაშაულის მომზადებაშიც ედება ბრალი.  

როგორც სოფო ძნელაძე ამბობს, მის შვილს ახალი ბრალსი დადგენილება სასჯელაღსრულებსი დაწესებულებაში 14 იანვარს გააცნეს. 

ჩემს შვილს, დემეტრეს ჯერ ედავებოდნენ დანაშუალის შეუტყობინებლობას, ჩვენ რა თქმა უნდა,ა რც იმ ბრალს არ ვაღიარებდით, რადგან დემეტრემ არანაირი დანაშაულის შესახებ არ იცოდა, მაგრამ 14 იანვარს შეუცვალეს მუხლი და გვედავებიან, რომ იმ ორ არასრულწლოვანთან ერთად მოამზადა დანაშაული და იმათ აღასრულეს. ბრალში წერია აბსურდი და სამართლებრივი ველიდან გასული ბრალდებები. ჩემი შვილი 29 სექტემბერს იყო თემქაზე იმ ბავშებთან ერთად. ჩვენს ეს არ დაგვიმალავს გამოძიებისთვის, ვთქვით რომ ერთი საათიც კი არ დაყოვნებულან თემქაზე და იმ დღეს არავინ უნახავთ. პირველ ოქტომბერს როცა ეს ამბავი მოხდა, დემეტრე თემქაზე ფიზიკურად აღარ ყოფილა.  ამ ბრალს ვერ დავეთანხმებით. ჩემი პოზიცია წერია პოსტში, ხვალ დავიწყებ შიმშილობას, მოვკვდები პროკურატურასთან  და შევეწირები ჩემი შვილის უდანაშაულობას", - აცხადებს სოფო ძნელაძე.

რა მოხდა?

საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:

სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.

რამდენი პირი დააკავეს?

საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.

 

მსგავსი სიახლეები