გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის დედის პირველი სატელევიზიო ინტერვიუ - "პირველებმა" ჩაწერა დ.ჩ.-ს მშობელი, რომელიც შვილის ბრალის დამძიმების შემდეგ, პროკურატურას პროტესტის უკიდურესი ფორმით ემუქრება.
- გუშინ ცნობილი გახდა, რომ მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებულ ორ არასრულწლოვანს ბრალი დაუმძიმდა და შეუტყობინებლობის გარდა დანაშაულის მომზადებაშიც ედებათ ბრალი.
სოფო ძნელაძე შიმშილობას აანონსებს - ამბობს, რომ მის შვილს მასწავლებელ გიგა ავალიანის მკვლელობაში არანაირი სახის დანაშაული არ მიუძღვის.
"არ დაგასჯევინებთ უდანაშაულო შვილს. შეგაკვდებით, გენპროკურატურასთან მოვკვდები" - ამბობს დ.ჩ.-ს მშობელი.
დაკავებული არასრულწლოვნის დედა მიმართავს მოკლული მასწავლებლის დედას, ეკა კუპატაძესაც - "თქვენ თუ შვილმკვდარი დედა ხართ, ჩემს შვილს უდანაშაულოს, ციხეში არ კლავს სახელმწიფო?"
ჩემს შვილს ედავებიან აბსურდულ ბრალს. ჩემი შვილი დანაშაულის მომზადებაში ვერანარი მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ეს არის გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს პროკურატურამ ის დაზარალებული ოჯახი დაამშვიდოს და დააწყნაროს. სახელმწიფო როგორც ჩანს აპირებს შექმნას ახალი, გიორგი ზერეკიძის ოჯახი, ამოწვიტოს ჩემი ოჯახი, ჩემი უდანაშაულო შვილი გაწირონ და გაუშვან ციხეში. არ დაგასჯევინებთ უდანაშაულო შვილს. შეგაკვდებით, გენპროკურატურასთან მოვკვდები და დემეტრე ჩიქოვანს ჩაუდენელი დანაშაულისთვის ვერ დასჯით.
მეოთხე ტომი ნანახი მაქვს ქალბატონო ეკა. გვითხარით, რომელი გვამით ტკბებოდა ჩემი შვილი, რომელციბ პირველ ოქტომბერს სახლში იწვა სიცხიანი. თქვენ რომ გაყვეთ თქვენს მეგობარს, რომ გითხრათ, ვიღაც უნდა ვნახო სალაპარაკოდო და იქ 3-4 დღეში რაღაც მოხდეს, თქვენ აპრიორში დამნაშავე ხართ?
თქვენ თუ შვილმკვდარი დედა ხართ, ჩემს შვილს უდანაშაულოს, ციხეში არ კლავს სახელმწიფო? საქართველსო პარლამენტს მივმართავ, თქვენი ხელდასმული ხომ არის გენპროკურორი, ორი ოჯახი, რომელიც ერთმანეთს უპირისპირდება აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ცოდვილები, მაშინ დაიბარეთ გენპროკურორი და შეეკითხეთ, რგორო აწარმოა ეს ყველაფერი.
ის ქალი სამართალს გთხოვდათ, თქვენ უსამართლოაბს კი არ გთხოვდათ. თქვენ ხართ კორუმპირებული გენპროკურორი. თქვენ შეკვეთილი ბრალი დაწერეთ. მართალს გეუბნებათ თქვენ ის ქალბატონი, მარტო შარვალ-კოსტუმია, რომ გაწკეპილმა იაროთ? არც ღმერთი გწამთ და არაფრის არ გეშინიათ?
მე ქალბატონ ეკას მივმართავ, გიგამ იცის, რომ დემეტრეს ერთი პროცენტი არ აქვს დანაშაული და თქვენ ამას როდესმე აუცილებლად გაიგებთ. მე მესმის, რომ გამწარებულია, მე მესმის, რომ შვილი ჰყავს მიწაში. არ დაიჯერებთ ამას, მაგრამ ჩვენ ვიგლოვეთ თქვენი შვილი. ჩვენ გვეტკინა თქვენი შვილი, გევსმის თქვენი გამწარება, მაგრამ თქვენ უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე გინდათ ციხეში?
გამოვიდეს ვინმე და მითხრას, უდანაშაულო შვილს დათმობს? 10-15 წლით ციხისთვსიდ ათმობს უდანაშაულო შვილს? დემეტრეს თავსი ხელით ჩააბარებდა მამამისი, ერთი პროცენტი რომ მიუძღოდეს ბრალი", - აცხადებს სოფო ძნელაძე.
ასევე ნახეთ:
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში