მოკლული მასწავლებლის დედის პირველი კომენტარი დაკავებული 2 არასრულწლოვანისთვის ბრალის დამძიმებაზე
გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მისი შვილის მკვლელობის საქმის ფარგლებში დაკავებული ორი არასრულწლოვნებისთვის ბრალის დამძიმებას "პირველებთან" ეხმაურება.
კუპატაძე ამბობს, რომ პროკურატურამ ორ არასრულწლოვანთან მიმართებაში აღიარა წინა ბრალის აბსურდულობა, ის, რასაც თავად ამდენი ხნის განმავლობაში ამბობდა.
- გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაკავებულ ორ არასრულწლოვანს შეუტყობინებლობის გარდა დანაშაულის მომზადებაშიც ედებათ ბრალი.
იმ არასრწულწლოვნის დედა ამბობს, რომ 18-ით 117-ე მუხლის მესამე,რაც იმას ნიშნავს, რომ მომზადებაში იღებდა მონაწილეობას და არა აღსრულებაში. ათივე ტომი ვნახეო. ათივე ტომი თუ ნახა რას ათვალიერებდა, ჩემი გიგას გვამით ტკბებოდა? არვიცი რამდენ ხანს ვიყავი თემქაზე. მკვლელ ა.გ-ს უწერია სამი საათი ვუსატკავეო, აი რისთვის წამოყვა მეგობარს სამი საათი საბირჟაოდ? ახალი ბირჟა ნახეს? ქუჩაში ვიყავითო და ქუჩაში არ იყვნენ. აგერ იყვნენ ჩემი კორპუსის წინ, საიდანაც მერე ქვა აიღო მკვლელმა იმ გრძელ სკამზე. გადაიღეს ვიდეო, ეს ვიდეო ჩაუგდეს ა.ნ.-ს.
მეოთხე ტომი ნახე, კარგად დაათვალიერე. იქ წერია, რომ სამივე ბიჭი ერთად ა.გ-ც, გ.რ-ც და დ.ჩ-ც მიდის გ.რ.-ს მამასთან, გურამ რიკაძესთან. გურამ რიკაძე ეს არის ნასამართლევი. ჩამოვიდა სპეციალურად 8 ოქტომბერს საქართველოში ამისთვის, 2019 წლიდან წასულია და ის არიგებს, როგრო უნდა მოქიცნენ, სად რა უნდა თქვან. პროკურატურამ აღიარა წინა ბრალის აბსურდულობა, რასაც მე საჯაროდ ვყვიროდი", - აცხადებს ეკა კუპატაძე.
ასევე ნახეთ:
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული - ოთხიდან სამს, დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. ხოლო ერთს სსკ-ის 117-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) აქვს ბრალი წაყენებული.