პროკურატურა ითხოვს, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს იმ რუსი ბიზნესმენების ჩვენება დაერთოს, რომლებმაც ხელი ფარცხალაძეს დაადეს

16.01.26 13:52
პროკურატურა ითხოვს, ჯანგველაძის მკვლელობის საქმეს იმ რუსი ბიზნესმენების ჩვენება დაერთოს, რომლებმაც ხელი ფარცხალაძეს დაადეს

პროკურატურა ითხოვს, ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეს იმ რუსი ბიზნესმენების ჩვენება დაერთოს, რომლებმაც ხელი ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს დაადეს - პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს. 

ძმები მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის ცალკე ეპიზოდად მიმდინარე საქმეზე საქმის არსებითი განხილვა დაიწყო - განსასჯელის სკამზე ზის გიორგი მიქაძე. დავით მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საქართველოში არ იმყოფებიან, მათზე ძებნაა გამოცხადებული. 

მამხილებელ ჩვენებებში, რომლის დართვასაც პროკურატურა საქმეზე ითხოვს, ილია მიკულსკი და როზა ნარცისოვა ყვებიან, რომ ოთარ ფარცხალაძის მთავარი დასაყრდენი საქართველოში სწორედ ძმები მიქაძეები იყვნენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაიწყება საქმის არსებითი განხილვა. ბრალდებსი მხარე წარადგენს დამატებით მტკიცებულებებს. ასევე როგორც ცნობილია, დაცვის მხარესაც აქვს დამატებითი მტკიცებულებები, რომლის დასაშვებობის საკითხს გადაწყვეტს მოსამართლე.  ასევე წარვსდგებით შესავალი სიტყვით, ხოლო შემდეგი ეტაპიდან დავიწყებთ მტკიცებულებების გამოკვლევას. დიახ დამატებით მოიპოვა მტკციებულებები პროკურატურამ, მოწმეთა ჩვენებებია, რომელთა შინაარსობრივი მხარე პირდაპირ ასახავს იმ ბრალის ფორმულირებას. მოწმეები არიან გარეშე პირები, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით მიაწოდეს ინფრომაცია გამოძებას. ლევან ჯანგველაძის მეგობრები არიან. ჯერჯერობით გამოძებას გელა უძილაურის ჩვენება არ მოუპოვებია", - თქვა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ პროცესის დაწყებამდე. 

ასევე ნახეთ:

მიკულსკი ჩვენებაში ყვება რომ, "კანონირი ქურდის" ძმას და ოთარ ფარცხალაძეს  შორის კონფლიქტი მოსკოვში ერთი წლის წინ დაიწყო.  მიზეზი სიგარეტის და ალკოჰოლის გადაზიდვები გახდა.

2025 წლის თებერვლის დასაწყისში მოსკოვში,  ლევან ჯანგველაძეს შევხდი, მან მითხრა, რომ ოთარ რომანოვისგან სიცოცხლის [მოსპობის] საფრთხეს ელოდებოდა - ამბობს ჩვენებაში რუსი ბიზნესმენი. 

მიკულსკი ასევე ასახელებს მიქაძეებსაც და ამბობს, რომ ჯანგველაძის ნაამბობით საქართველოში ოთარ ფარცხალაძის ნდობით აღჭურვილი პირები, სწორედ ძმები დავით და გიორგი მიქაძეები იყვნენ. 

  • ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
  • ამის შესახებ, 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
  • ოთარ ფარცხალაძე ე.წ. კამონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებას არ აღიარებს.