"პირველებმა" გაარკვია, სად ჰქონდათ ფაშისტური დაჯგუფების წევრებს მოწყობილი სივრცე, სადაც ადამიანებზე ძალადობდნენ

16.01.26 15:08
"პირველებმა" გაარკვია, სად ჰქონდათ ფაშისტური დაჯგუფების წევრებს მოწყობილი სივრცე, სადაც ადამიანებზე ძალადობდნენ

"პირველებმა" გაარკვია, რომ ფაშისტური დაჯგუფების წევრებს, სივრცე სადაც ადამიანებზე ძალადობდნენ, ნაძალადევის მეტროს მიმდებარე ტეროტორიაზე ჰქონდათ მოწყობილი - ეს არის მიტოვებული კორპუსი, სადაც ისინი მსხვერპლს იბარებდნენ და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებოდნენ. 

ცნობისთვის, რამდენიმე წუთის წინ, ცნობილი გახდა, რომ შსს-მ რადიკალური ფაშისტური დაჯგუფების 16 წევრი დააკავა - მათ შორის 10 არასრულწლოვანია.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები განსაკუთრებული სისასტიკით ძალადობდნენ სხვადასხვა ასაკის პირებზე, მათ ვიდეოებს უღებდნენ და სხვადასხვა ინტერნეტ-პლატფორმაზე აქვეყნებდნენ.

ჯამში დაზარალებულია 10-ზე მეტი პირი, მათ შორის 4 არასრულწლოვანი.

ასევე ნახეთ:

მსგავსი სიახლეები