სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს პოლიცია აეროპორტში არ უშვებს
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული და სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს არ უშვებს. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს, სინდისის პატიმრების ოჯახის წევრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ქვეყნიდან წამსვლელი ადამიანებისთვის გაზეთები უნდა დაერიგებინათ, სადაც ციხიდან გამოგზავნილი წერილებია თავმოყრილი.
ადგილზე მობილიზებული პოლიცია აცხადებს, რომ სინდისის პატიმრების მშობლები აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე ვერ შევლენ და მათ აფრთხილებს, რომ სტიკერები არ გააკრან.
შიგნით ვერ შეხვალთ! შიგნით ვერანაირ ბუკლეტს ვერ დაარიგებთ! გამორიცხულია! გარეთ შეგიძლიათ დაარიგოთ... სტიკერი არ გააკრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებებს," - უთხრა პოლიციელმა მათ.
პოლიტიკოსმა თეონა ჭალიძემ პოლიციის თანამშრომლებს განუმარტა, რომ ისინი აქციას არ მართავდნენ და მხოლოდ გაზეთები უნდა დაერიგებინათ.
ჩვენ აქციას აქ არ ვმართავთ, არც რაიმეს გაკვრას ვგეგმავთ შიგნით... სინდისის პატიმრების ახლობლები და ოჯახის წევრები აქ მოვედით, რომ პოლიტპატიმრების ხმა და წერილები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში წავიდეს," - ამბობს თეონა ჭალიძე.
რაზეც პოლიციელებმა განაცხადეს, რომ მათ შიგნით ვერ შეუშვებდნენ - "შიგნით არ გადაადგილდეთ".
[ფოტო: "ნეტგაზეთი"]
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში