"ვიცი, ვის შეხვდით სახელმწიფო დაწესებულებაში საშვის გარეშე" - მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედის სკანდალური განცხადება
მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მოზარდის დედა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში სკანდალურ განცხადებას აკეთებს - სოფო ძნელაძე ამბობს, რომ 12 იანვარს საშვების გარეშე სახელმწიფო დაწესებულებაში კონსპირაციულ შეხვედრას ჰქონდა ადგილი, რის შემდეგაც გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე მკვლელობების დეპარტამენტს გადაეცა.
სოფო ძნელაძე კონკრეტულ გვარ-სახელებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ ამის დრო როცა მოვა, დეტალებზე პირველად "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრებს.
დაკავებული არასრულწლოვანის მშობელის განცხადებით, სწორედ მკვლელობების დეპარტამენტმა დაუმძიმა მის შვილს ბრალი - დ.ჩ-ს ახლა მასწავლებლის მკვლელობის ორგანიზებას ედავებიან.
13 იანვარს გენერალურმა პროკურორმა, უსამართლო ადამიანმა, სასწრაფო წესით ეს საქმე გადასცა მკვლელობების დეპარტამენტს. 14 იანვარს უკვე დემეტრეს შეუცვალეს ბრალი და წაუყენეს ჯგუფურად დანაშაულის მომზადება. დაზარალებულის ოჯახი 2 არასრულწლოვანის მიმართ რომელიც დაკავებულია, მათთვის ითხოვდა ჯგუფურ კვალიფიკაციას. რაკი გამოძიებამ მათ ჯგუფური კვალიფიკაცია ვერ მიანიჭა და მათი საქმე უკვე სასამართლოშია, დემეტრეს წაუყენეს ეს ბრალი. ეს გაკეთდა ამიტომ. 12 იანვარს ვინ ვის რომელ სახელმწიფო დაწესებულებაში შეხვდა საშვის გარეშე, რა დაპირებები მიიღო და რის გამო გადაეცა საქმე მკვლელობების დეპარტამენტს და 14 იანვარს ჩემს შვილს მუხლი შეუცვალეს, ამის თქმას ახლა არ ვაპირებ. გენერალურ პროკურორს ვეუბნები, თქვენ გადაყვებით ამ საქმეს.
გენერალურ პროკურატურას მივმართავ, თუ პირველივე ბრალი სამართლიანი იყო ჩემს შვილთან მიმართებაში, რატომ არ მაკავებთ მე? საქმეში ხომ დევს, რომ მე 17-ში და 18-ში ეს ამბავი ვიცოდი? იმიტომ შეუცვალეთ ჩემს შვილს ბრალდება, რომ პრიველად რაც წაუყენეთ ის უსუსტესი იყო? იქ არაფერი არ გამოგივიდოდათ", - ამბობს სოფო ძნელაძე.
ძნელაძე ასევე "ტვ პირველის" პირდაპირი ეთერიდან მოუწოდებს პატიმრობაში მყოფ შვილს შეწყვიტოს შიმშილობა.
- ცოტა ხნის წინ. "პირველებმა" მოიპოვა დ.ჩ.-ს მიერ პროკურორისთვის გაგზავნილი წერილი, სადაც მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი წერს, რომ შიმშილობას იწყებს.
ჩემს შვილს მინდა ვუთხრა, დემეტრე შეწყვიტე შიმშილობა. რადგან პროკურატურამ გადაწყვიტა ჩემი შვილისგან მსვერპლშეწირვა საკუთარი სკამის გამო აწარმოოს, საკუთარ თანამდებობას რომ გაუფრთხილდეს, ამიტომ დაწერა ბრალი, რომელიც არის ყველაზე უსამართლო, რადგან მან გადაწყვიტა, რომ უდანაშაულო ადამიანები უნდა შეიწიროს. დემეტრეს ვეუბნები, შეწყვიტე შიმშილობა, მე ვიშიმშილებ, ოღონდ შენ ეს არ გააკეთო. ამათ მსხვერპლი სჭირდებათ.
დემეტრე უსამართლოდ ზის ციხის კედელებში, ის არის უდანაშაულო, მას არავიტარი დანაშაული არ მოუმზადებია. მივმართავ საზოგადეოაბს, რომლებმაც გადაწყვიტეს ფბ-ზე სოციალურ ქსელებში გამოგვიტანონ განაჩენი, სამართალი ასე არ არის. უდანაშაულო ადამიანი ციხეში არ გინახავთ ხალხო? - ამბობს სოფო ძნელაძე.
- ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის დედა, სოფო ძნელაძე მეოთხე დღეა პროკურატურასთან შიმშილობს.
არასრულწლოვანს ბრალი რამდენიმე დღის წინ, 14 იანვარს დაუმძიმეს. აქამდე მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.
მსგავსი სიახლეები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
Global Finance-მა საქართველოს ბანკი გადახდების მიმართულებით საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში