მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნების სახლებში ღამით ჩხრეკა ჩატარდა
მოკლული მასწავლებლის საქმე - "პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ამ საქმის ფარგლებში ღამით რამდენიმე დაკავებული არასრულწლოვანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა.
ბრალდებულების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გშინ გვიან ღამით სახლებიდან კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა მობილური ტელეფონები, ელექტრონული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები წაიღეს.
პროკურატურის მოქმედება ყველანაირ ზღვარს აჭარბებს. გუშინ 10 საატზე შემოგვივარდნენ სახლში, მე ჩემს ეუღლეს, ჩემს შვილს, დედაჩემს და კიდევ სხვა ოჯახებს. ხდება პროკურატურის მეირ ჩვენი დაშინება. 6 კაცი შემოგვიცვივდა სახლში, წაიღეს ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი ტელეფონი. ყველანაირი კომპიუტერი ყველანაირი ახსნის გარეშე. გვითრეს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად რას ეძებდნნენ არ უთქვათ. ვერაფერ ვერ აგიხსნითო, არის განჩინება მოსამართლისო, ხელი მოაწერეთო და აგვაწიოკეს. ჩემს სახლში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც მე ვცხოვრობ დედაჩემთან, ამ სახლში, სადაც ახლა ვართ - ჩემს მეუღლესთან და ქუჩაში დაიჭირეს ჩემი შვილი და იმასაც წაართვეს ტელეფონი", - აცხადებს დაკავებულის მამა.
ასევე ნახეთ:
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.