მოკლული მასწავლებლის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი არასრულწლოვანის ოჯახი ადასტურებს, რომ ღამით მათ სახლში ჩხრეკა ჩატარდა
მოკლული მასწავლების საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი არასწურლწლოვანის ოჯახი ადასტურებს, რომ ღამით მათ სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დ.ჩ.-ს დედა, სოფო ჩიქოვანი ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლიციამ მათი სახლიდანაც ელექტრონული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღო.
დაჭერილი ბიჭის დედა უკვე მერვე დღეა პროკურატურასთან შიმშილობს. ციხეში შიმშილობს თავად არასრულწლოვანი ბრალდებული დ.ჩ.-ც.
სოფო ძნელაძე ამტკციებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და მკვლელობსი ორგანიზებასთან არაფერი აქვს კავშირი.
დ.ჩ-ს მშობელი მიმარტავს გენერალურ პროკურორსაც - "ამ დაწერილს ბრალს გადაყვებით, მოგიწევთ გადადგომა".
ჩემს სახლში მივიდნენ გუშინ, გაჩხრიკეს ჩემი სახლი. სახლში ვინ იყო, ყველას ტელეფონი წაიღეს, წაიღეს პერსონალური კომპიუტერი, წაიღეს ლეპტოპი და პირადად გაჩხრიკეს ჩემი უფროსი შვილი - გიორგი ჩიქოვანი. მეხუთე დღეა დემეტრე შიმშილობს. ჩვენ რა თქმა უნდა ვიგებთ ინფორმაციას ციხიდან მისი მდგომარეობის შესახებ. უდანაშაულო მსვერპლი, რომელიც გწყურიათ, რომელიც გჭირდებათ ჩემი შვილის სახით, გეწირებათ. დამშვიდდით, არ ინერვიულოთ...
გენერალურ პროკურორს კვლავ მივმართავ- თქვენი დაწერილი ბრალი კვლავ წავა უკან. მოგიწევთ ამის გაკეთება. შენ ჩემს შვილს, რომელიც ბრალიც დაუწერე, ამ ბრალს შენ გადაყვები. მოგიწევს რომ გადადგე. თქვენ ხართ არაპროფესიონალი პროკურორი. თქვენ ჩემზე კარგად იცით, ემ რასაც ვსაუბრობ", - ამბობს სოფო ძნელაძე.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
რა მოხდა?
საჯაროდ გავრცელებული ცნობების თანახმად, 2025 წლის პირველ ოქტომბერს, ღამით, 22:20 საათზე თბილისში, თემქის დასახლებაში მასწავლებელს ორი არასრულწლოვანი აედევნა. ისინი გიგა ავალიანს სახლამდე გაჰყვნენ, სადარბაზოში შესვლამდე თავს დაესხნენ, ერთ-ერთი ამ სცენას ტელეფონით იღებდა. ახალგაზრდა 24 ოქტომბერს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.
რა დაწერა სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ:
სიკვდილის მიზეზი გახდა „ქალა-ტვინის დახურული ბლაგვი ტრავმა, მარჯვნივ შუბლის ძვლის სრული მოტეხილობით“.
რამდენი პირი დააკავეს?
საქმეზე ოთხი პირია დაკავებული, აქედან, თავდაპირველად, ბრალდება ორ არასრულწლოვანს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა ავალიანების მოთხოვნის შემდეგ მათ ბრალი დაუმძიმდათ.