ილია ღუდუშაური საპატიმროს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს

28.01.26 13:09
ილია ღუდუშაური საპატიმროს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს

ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე საპატიმროს, სავარაუდოდ, რამდენიმე საათში დატოვებს  - უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა აღიარებითი ჩვენების და გამოძიებასთან თანამშრომლობის საფუძველზე, ილია ღუდუშაურის მიმართ საპატიმრო გირაო მოითხოვს. სასამართლომ აღკვეთის შუამდგომლობის შეფარდებაზე დღეს უნდა იმსჯელოს. 

გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებს სასამართლოზე დაცვის მხარეც.  

ის აღიარებს ბრალს, თანამშრომლობს გამოძიებასთან და დაცვსი მხარის მოთხოვნა იქნება აღკევთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება. ეს არის ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული, თან იქნება მისი აღიარება, იქნება თანამშრომლობა და ვფიქრობ, რომ სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ეს ყველაფერი. 

ამაშიც დებენ ბრალს, რომ ეს შესყიდვა არ განხორციელდა კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რაშიც ის თავს ცნობს დამნაშავედ", - აცხადებს ადვოკატი.  

დღეს ჟურნალისტებმა ღუდუშაურის ადვოკატს ჰკითხეს, ვის დაადო ხელი თავსიუფლების სანაცვლოდ ყოფილმა მაღალჩინოსანმა და იყო თუ არა ეს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი: 

ჯერჯერობით საქმეში ასეთი ინფორმაცია არ არის, რომ მან ვინმე კონკრეტული პირი დაასახელა, თუმცა მზაობა იმისთვის, რომ გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე მან გასცეს პასუხი, ეს გვაქვს და ამას ვაფიქსირებ. 

ფიგურირებს თუ არ საქმის მასალებში (აზარაშვილის) გვარი -  ადვოკატი ამბობს, რომ "ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით კითხვა არ დასმულა".  

ასევე ნახეთ: 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გუშინ წინ დააკავეს. ილია ღუდუშაურს ბრალი 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

საქმე ეხება 2022 -23 წლების პერიოდში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას.

საქმის მასალების მიხედვით,  2022 წლის 27 სექტემბერს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით. 2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.