ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოების მანქანების შესყიდვაზე ისევ ტენდერი აქვს გამოცხადებული

28.01.26 13:40
ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოების მანქანების შესყიდვაზე ისევ ტენდერი აქვს გამოცხადებული

 

 

ჯანდაცვის სამინისტროს სასწრაფოების მანქანების შესყიდვაზე ისევ ტენდერი აქვს გამოცხადებული - როგორც "ჯითი ჯგუფის" ხელმძღვანელი, თემურ უსტიაშვილი "პირველებთან" აცხადებს, საუბარია 100-ზე მეტ ავტომობილზე. 

  • "ჯითი ჯგუფი" არის კომპანია, რომელსაც გამოძიების ინფრომაციით, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ილია ღუდუშაურმა ტენდერი მოარგო და ტენდერში გამარჯვებულ სხვა კომპანიას სასწრაფოს მანქანების ჩამოყვანაზე უარი უთხრა. 

"ჯითი ჯგუფის" ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი ტენდერი სამინისტრომ გასული ოქტომბერში გამოაცხადა, თუმცა გააუქმა და ახლა უკვე მესამედ აცხადებს. 

უსტიაშვილის თქმით, ეს ხდება იმ დროს, როდესაც "ჯითი ჯგუფს", ჯანდაცვის სამინისტროსთვის ჩამოყვანილი 54 ავტომობილი ისევ ავტოპარკში უდგას, რადგან მის მიღებაზე სამინისტრომ უარი თქვა.

"ჯითი ჯგუფის" ხელმძღვანელმა დღეს "პირველებთან" საუბარში კატეგორიულად გამორიცხა ილია ღუდუშაურთან რაიმე სახის ნაცნობობა. ის ამტკიცებდა, რომ ტენდერის მიღებამდე ბრალდებულ მარალჩინოსანთან კომუნიკაციაც კი არასდროს ჰქონია.

რაც შეეხება ტენდერის მორგებას, უსტიაშვილი ირწმუნება, რომ იქიდან გამომდიარე რომ დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკი იყო, ეს ფიზიკრუად შეუძლებელს ხდიდა ტენდერის მორგებას. 

ტენდერამდე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია, არც ვიცნობდი. შეიძლება ტენდერის მოგების შემდეგ ტექნიკური ნაწილის თვალსაზრისით კომუნიკაცია ყოფილიყო - ჩვეულებრივი მომენტია, დანარჩენი არანაირი კომუნიკაცია არ მქონია. ეს ტენდერი გამოცხადებული იყო დონორის სახსრების მიერ, ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ. ევროპის საინვესტიციო ბანკის წესებიდან გამომდინარე ფიზიკურად შეუძლებელია, რომელიმე კომპანაის მოარგო ესა თუ ის ტენდერი. გამორიცხულია. პირველი ტენდერი ჩატარდა, გამარჯვებული არ გამოვლენილა და გაუქმდა.

შარშან, მერვე თვეს იგივე სამინისტროს გამოცხადებული ტენდერი ისევე სასწრაფოს მანქანების მიწოდებაზე, რომელიც ჩატარდა თუ არ ვცდები  ოქტომბერში აგერ და გაუქმდა ანალოგიურად და მესამედ ცხადდება ახლა ეს ტენდერი. 

არანაირი ინტერესი არ უნდა ჰქონოდა იმჟამინდელ მოადგილეს, რომ ჩვენზე რაიმენაირად მოერგო. ფიზიკურად ვერანაირად ვერ მოარგებდა ამ ტენდერს.

ას რაღაცა მანქანაზეა კიდევ საუბარია, ზუსტად ისევეა შერეული, როგორც მაშინ იყო. ის მანქანები რომელიც არ ჩაიბარეს, 54 ცალი, ჩვენ გვყავს", - ამბობს უსტიაშვილი.

ასევე ნახეთ: 

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, გუშინ წინ დააკავეს. ილია ღუდუშაურს ბრალი 332-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. 

საქმე ეხება 2022 -23 წლების პერიოდში  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვას.

საქმის მასალების მიხედვით,  2022 წლის 27 სექტემბერს სამინისტრომ გამოაცხადა ტენდერი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებების შესყიდვაზე. ტენდერის საბოლოო ბენეფიციარი იყო სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ, ხოლო გამარჯვებულად გამოვლინდა ერთ-ერთი კომპანია, რომელმაც ყველაზე დაბალი ფასი - 8 525 876 ლარი შესთავაზა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მიუხედავად ხელსაყრელი პირობებისა, ტენდერი შეწყდა ილია ღუდუშაურის დავალებით. 2023 წლის 10 მაისს კი ღუდუშაურის მითითებით ტენდერის პირობები ერთ კონკრეტულ კომპანიას მოარგეს.