მთელი ადვოკატთა კორპუსი ქუჩაში უნდა გამოვიდეს - ზაზა ხატიაშვილი "ოცნების" საკანონმდებლო ცვლილებაზე
ადვოკატთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე, ზაზა ხატიაშვილი ამბობს, რომ თუ იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული გახდება, ამით ადვოკატები დამოუკიდებლობას დაკარგავენ.
იუსტიციის სამინისტროს რომელი ადვოკატიც არ მოეწონება, ის ადვოკატი დაკარგავს ლიცენზიას - ამბობს ხატიაშვილი.
მისი თქმით, ადვოკატთა ასოციაციამ ეს არ უნდა დაუშვას და ახლა მთელი ადვოკატთა კორპუსი ქუჩაში უნდა გამოვიდეს, რომ "ოცნების" დაინიცირებული ცვლილებები ძალაში არ შევიდეს.
იუსტიციის სამინისტროს რომელი ადვოკატიც არ მოეწონება, ის ადვოკატი დაკარგავს ლიცენზიას. აი ეს პროცესი დაიწყო. თქვენ თუ ხედავთ საკანონმდებლო ცვლილებებს, ადვოკატი, რომელიც პოლიტიკურ განცხადებებს გააკეთებს, იუსტიციის მინისტრის რეკომენდაციით დატოვებს ადვოკატთა ასოციაციას. ეს ხდება რუსეთში, ყაზახეთში, ეს ხდება პოდსაბჭოურ ქვეყნებში, სადაც ადვოკატთა ასოციაციები ჯერჯერობით დამოუკიდებლები არ არიან და ეს მოხდება საქართველოშიც. ანუ მიდის კოპირება იმ ქვეყნებისა, სადაც ადვოკატთა კორპუსი არ არის დამოუკიდებელი. აბა რაში უნდა დაგჭირდეს პრემიერ-მინისტრს, რომ ადვოკატთა კორპუსი შენს წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. ეს არის ადვოკატების უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის ევროსაბჭოს რეკომენდაციების უფლებების დარღვევა. მთელი ადვოკატთა კორპუსი უნდა გამოვიდეს ქუჩაში. ადვოკატთა ასოციაციამ არ მგონია დაუშვას, რომ ადვოკატთა კორპუსი იუსტიიცის სამინისტროს დაუქვემდებაროს", - ამბობს ზაზა ხატიაშვილი.
ასევე ნახეთ:
იურიდიული დახმარების სამსახური ირაკლი კობახიძის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანო ხდება. იურიდიული დახმარების სამსახური მოქმედი კანონით თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია, არც ერთ სახელმწიფო ორგანოს არ ექვემდებარება და ანგარიშვალდებულია მხოლოდ პარლამენტის წინაშე. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი "ოცნების" პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.
ცვლილების შემდეგ სამსახურის ხელმძღვანელი ვალდებული იქნება ყოველწლიური ანგარიში პარლამენტის ნაცვლად, ირაკლი კობახიძეს წარუდგინოს.
ამასთან, სწორედ კობახიძეს ენიჭება სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების უფლებამოსილება.