შთაბეჭდილება იქმნება, რომ (უნივერსიტეტებზე) გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - სტუ-ს პროფესორი
სტუ-ს პროფესორი ამბობს, რომ უნივერსიტეტის ბედის შესახებ რექტორისგან პასუხები ვერ მიიღეს. როგორც აკადემიური სფეროს წარმომადგენელი "პირველებთან" აცხადებს, განხილვა, რომლის შესახებაც დავით გურგენიძემ აქციის მონაწილეებთან ისაუბრა, აქამდე უნდა ყოფილიყო.
შთაბეჭდილება იქმნება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია - ამბობს პროფესორი.
კითხვები დარჩა პასუხგაუცემელი. ჩვენ არ ვიცით, რა მოგველის ხვალ და რა იქნება განხილვის შედეგი. განხილვა უნდა ყოფილიყო აქამდე, მაგრამ შთაბეჭდილება იქმნება, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. ტექნიკური უნივერსიტეტის იმსახურებს იმას, რომ იყოს დამოუკიდებელი. არ შეიძლება დამოუკიდებელი ინსტიტუცია ასე ხელის ერთი დასმით განადგურდეს. ეს არის ტექნიკური უნივერსიტეტის გაუქმება, გაერთიანებული უნივერსიტეტი ვერ შეასრულებს იმ როლს, რასაც ტექნიკური უნივერსიტეტი ასრულებდა. უზარმაზარი უნივერსიტეტის მართვა გაცილებით რთულია, სხვა ალგორითმი და სტრატეგია სჭირდება და ამის აწყობას დასჭირდება იმდენი დრო, რომ ნიშვნელოვნად დაიკლებს სწავლების ხარისხი", - ამბობს სტუ-ს პროფესორი.
- სტუ-სთან 14:00 საათიდან არიან შეკრებილები ახალგაზრდები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები. ისი ორი უნივერისტეტის გაერთიანების შესახებ "ოცნების" გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. მათთან რექტორი ცოტა ხნის წინ გამოვიდა.
ცნობისთვის, "ქართულმა ოცნების“ ხელისუფლებამ თბილისის სახელმწიფო და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.