პაატა მანჯგალაძემ მოწმე სპეცრაზმელს მიმართა

05.02.26 14:40
პაატა მანჯგალაძემ მოწმე სპეცრაზმელს მიმართა

"იმ ოქროს ზოდებს [დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნები] თქვენი შვილებისთვის არ აგროვებენ დამიჯერეთ" - ამ სიტყვებით მიმართა სასახლის ღობის საქმეზე მოწმედ მიყვანილ სპეცრაზმელს, იოსებ როსტიაშვილს ბრალდებულმა პოლიტიკოსმა, პაატა მანჯგალაძემ მას შემდეგ, რაც გდდ-ს თანამშრომელმა სხდომათა დარბაზში თქვა, რომ "აქციის მონაწილეები ქვეყანას ანგრევენ". 

მანჯგალაძემ როსტიაშვილს უთხრა, რომ ადამიანები ქუჩაში, სინდისის პატიმრები და პოლიტპატიმრები მათ შორის მისი შვილების მომავლისთვის იბრძვიან. 

რას ნიშნავს ქვეყნის დანგრევა, აქ ჩემი შვილები სხედან. აქ ვინც ვართ, ვერავისზე ვერ ნახავთ, რომ პოლიციაზე აგრესია იყოს. ჩვენ თქვენი შვილებისთვისაც ვიბრძვით. არ გვინდა რადიკალიზება. იმ ოქროს ზოდებს თქვენი შვილებისთვის არ აგროვებენ დამიჯერეთ. საქართველოს მოქალქეებს ემსახურება პოლიცია. ვინ ჩამოგიყალიბათ ეს აზრი რომ ჩვენ ქვეყნის დამანგრეველები ვართ", - უთხრა პაატა მანჯგალაძემ სპეცრაზმელს. 

ასევე ნახეთ: 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

  • პროკურატურა ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.