ცნობილია, “ოცნების“ ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ
ცნობილია, “ოცნების“ ყოფილი მაღლჩინოსნები, რომლებსაც ოჯახთან კომუნიკაცია შეზღუდული აქვთ.
ერთ - ერთი მათგანი გრიგოლ ლილუაშვილია. მისი ადვოკატის თქმით, აკრძალვები მასზეც ვრცელდება და ის ამ ყველაფერს გამოძიებას უკავშირებს.
აკრძალვა [სატელეფონი და პაემნები] ბატონ გრიგოლზეც ვრცელდება დიახ. თვითონ ამ ყველაფერს გამოძიებას უკავშირებს, გამოძიების მიერ არის აკრძალული, - ამბობს რობერტ გრიგალაშვილია.
მეორე ვისაც ოჯახთან და პაემნების შეზღუდვა აქვს, ჯუანშერ ბურჭულაძეა. მისი ადვოკატის თქმით, მხოლოდ ერთხე მიეცა ოჯახთან, კერძოდ მეუღლესთან პაემნის უფლება.
ყველანარი კომუნიკაცია შეზღუდული აქვს, თუმცა ერთჯერადად, ერთხელ მოხდა პაემანი ოჯახთან, მეუღლესთან, შვილები არ უნახავს. პროკურორი ასაბუთებს, რომ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, თუმცა, რა საფრთხეა, რომ მოწმეებზე მოახდენს გავლენას თუ რა, ჩემთვის ცოტა გაუგებარია - ამბობს ხაჩიძე.
შეზღუდვები არ ეხებათ ირაკლი ღარიბაშვილს და რომეო მიქაუტაძეს. ღარიბაშვილის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსჯავრდადებულა და არა ბრალდებულები, შესაბამისად, კანონის მიხედვით, შეზღუდვა არ ეხება.
ბატონ ირაკლის შეზღუდვა არ აქვს, ის უკვე არის მსჯავრდადებულია, კანონის მიხედვით კი, შეუძლიათ შეზღუდონ ბრადებული და არა მსჯავრდადებული. როგორც ყველა, რაც წერია კანონში, ზუსტად ისეა, ბატონ ირაკლისთან მიმართებაში. მეუღლე და შვილები ჯერ არ შესულან, გარკვეული პერიოდი უნდა გავიდეს, თვეში ორჯერ გაქვს, თუ არ ვცდები შეხვედრის უფლება, - განაცხადა შაყულაშვილმა.
რაც შეეხება მიქაუტაძეს- ადვოკატის თქმით, მას აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა.
“ბატონ რომეოზე შეზღუდვა არ ვრცელდება, მას აქვს კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა. შეზღუდვა არ არსებობს, სახლს არაფერის სჯობს, მაგრამ ეს საცხოვრებელი სახლი არაა, პენიტენციური დაწესებულებაა“, - ამბობს მალხაზ სალაყაია.
ოჯახის წევრთან კონტაქტისა და შეხვედრის შეზღუდვები "ქართული ოცნების" დაკავებულ ყოფილ მაღალჩინოსნებსაც აქვთ - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა "TV პირველის" ეთერში ისაუბრა.
- ლევან იოსელიანმა საპატიმროში ბაჩო ახალაია, პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, გრიგოლ ლილუაშვილი, მიხეილ სააკაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ლევან ხაბეიშვილი მოინახულა.
ომბუდსმენის თქმით, მის მიერ მონახულებული პატიმრების უმეტესობას აწუხებს, რომ ოჯახის წევრებთან და განსაკუთრებით, არასრულწლოვან შვილებთან შეხვედრა და მათთან კომუნიკაცია არ შეუძლიათ.